вторник, 22 января 2019 г.

სასწავლო პროექტი

სასწავლო  პროექტის  გეგმა

პროექტის  სახელწოდება:   ,,ხილი და ბოსტნეული _ ჩვენი მეგობრებია?“

პროექტის  მთავარი  იდეა:  ხილს და ბოსტნეულს დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანის ჯანმრთელობისათვის და ამიტომ მათთან უნდა ვიმეგობროთ .
პროექტის  აქტუალურობა: პროექტი აქტუალურია იმდენეად, რამდენადაც  დღევანდელ დღეს ბაზარი გაჯერებულია არაჯანსაღი პროდუქტებით, მათ შორის გენმოდიფიცირებული ხილ-ბოსტნეულით, რომელთა ავკარგიანობას დიდი მონდომებით იკვლევენ მეცნიერები. ამიტომ საჭიროა მეტი ინფორმირება, მათ შორის მოსწავლეებისა, რათა ჯანსაღი მომავალი გვყავდეს.
პროექტის  მიზნები:
Ø  მოსწავლეებმა შეძლონ სხვადასხვა ხილისა და თუ ბოსტნეულის ამოცნობა და დასახელება  (არა მარტო თვალით, არამედ სეხებით, ყნოსვით) , მათი ერთმანეთისაგან  გარცევა.
Ø  გააცნობიერონ ხილისა და ბოსტნეულის , როგორც ჯანსაღი საკვები პროდუქტების მნიშვნელობა ჯანმრტელობისათვის.
Ø    ხელი შევუწყო მოსწავლეებში დაკვირვებისა და ლოგიკური აზროვნების უნარების განვიტარებას.
მონაწილეთა  ასაკი:  7-8  წელი
ვადები/ხანგრძლივობა:  1 კვირა
მოსალოდნელი  შედეგები:  მოსწავლეები შეისწავლიან პრობლემის განსაზღვრას და მიზნების ცამოყალიბებას, ინფორმაციის ანალიზს, შეკრებას და დახარისხებას, ცოდნის  შემოქმედებითად გამოყენებას, ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით სასწავლო პროცესი უფრო საინტერესო და სახალისო გახდება. ბავშვები ისწავლიან ,,ბუკის“ ვიდეოკამერის გამოყენებას. განუვითარდებათ: კომუნიკაციის , სოციალური, ჯგუფური და გუნდური მუშაობის, შემოწმედებითი და კრიტიკული აზროვნების , შეფასებისა და საპრეზენტაციო უნარები. ისწავლეს დროის მართვა. მოსწავლეები კვლევის გზით შეიძენენ მნიშვნელოვან ცოდნას და გამოცდილებას მოცემულ თემასთან დაკავშირებით, რაც მათ მომავალში გამოადგებათ წარმატების მისაღწევად. მოსწავლეები შეაფასებენ ერთმანეთის ნამუშევრებს, შეავსებენ შეფასების რუბრიკებს და ისწავლიან შეფასებას და თვითშეფასებას.

 პროექტისათვის  საჭირო  ძირითადი  რესურსები:
სასწავლო რესურსი:  სახატავი ფურცლები, სხვადასხვა ზომის ფერადი ქაღალდები, მაგნიტური დაფა, მაგნიტები, ფერადი ფანქრები.
ტექნიკური რესურსი: ,,ბუკი“, კომპიუტერი, ციფრული აპარატი;
ინტერნეტრესურსი: ვიდეოფილმი   ,,ვისწავლოთ ხილი და ბოსტნეული“_საბავშვო არხზე .   ,,ვიდეოკულინარია“ _www.infospero;   ჩემ მიერ მომზადებული პრეზენტაცია  ხილსა და ბოსტნეულზე; ლექსი ხილთა ცილობა“;
რესურსი, რომელიც მშობლების მიერ იქნა მოძიებული;
ბეჭდვითი მასალა_ საგნობრივი სტანდარტები;
ადამიანური რესურსი: მშობლები, მოწვეული სტუმრები და დაწყებითი კლასების კათედრის მასწავლებლები;

პროექტის  მსვლელობა:
პროექტის დაწყებამდე  
·       ბუნებისმეტყველების გაკვეთილზე შევარჩევთ თემას და მოსწავლეებს ვთხოვ   წარმოადგინონ პროექტის სახით; მოკლედ გავაცნობ პროექტის არსს;
·       თემის სათაურის შესარჩევად გავმართავ დისკუსიას. სადისკუსიო თემასთან დაკავშირებით მოსწავლეთა გამოწვევისათვის მოსწავლეებს ჩამოვუწერ საკვანძო შეკითხვებს. ისინი იქნება: ზოგადი, თემატური  და შინაარსობრივი;
·       გამოვიყენებ  ,,ვიცი, მინდა ვიცოდე, ვისწავლე“  სქემებს. შეფასების ეს ინსტრუმენტი ხელს უწყობს 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს.
·       შემთხვევითობის პრინციპით კლასს დავყოფ სამ ჯგუფად. კლასის ყველა მოსწავლე აიღებს ბარათს, ბარათები  სამი  ფერის იქნება. ერთნაირი ბარათების მქონე მოსწავლეები გაერთიანდებიან ერთ ჯგუფში; ჯგუფები აირჩევენ ხელმძღვანელებს. და დაირქმევენ სახელებს.
 
პროექტზე მუსაობისას
Ø  მოსწავლეები ასრულებენ დავალებებს;
Ø  აკეთებენ თვითშეფასებას და იღებენ თანატოლთა შეფასებებს;
Ø  ვაკვირდები ჯგუფების მუშაობას ,  ვაკეთებ ჩანიშვნებს ,  ვაძლევ მოსწავლეებს მითითებებს და ვაკეთებ სიტყვიერ კომენტარებს.

  პროექტზე  მუშაობის დასრულების შემდეგ
Ø  მოსწავლეები  აკეთებენ პროექტის  პრეზენტაციას;
Ø  მოსწავლეები ავსებენ  ვ - მ- ვ  ცხრილს;
Ø  ვაფასებ კლასის მიერ შესრულებულ სამუშაოს შესაბამისი რუბრიკების საშუალებით.

 სასწავლო  პროცედურები
პირველი კვირა
სამივე ჯგუფს დავავალე  ინტერნეტით და სხვა წყაროებით ინფორმაციის მოძიება  ხილსა და ბოსტნეულზე; ასევე   youtube- ზე სასწავლო ვიდეო ბავშვებისათვის _,,ვისწავლოთ ხილი და ბოსტნეული“, ლექსის ,,ხილთა ცილობა“ მოძიება ინტერნეტით,  მისი  წაკითხვა და მასში ნახსენები ხილისა და ბოსტნეულის ბარათებზე ამოწერა. 
 I ჯგუფს  დავავალე პლაკატის შექმნა პროექტის თემაზე, რისთვისაც გამოიყენებდნენ სხვადასხვა ინტერნეტ თუ ბეჭდვით რესურსს;  მოკლედ აღწერდნენ ამა თუ იმ ხილ და ბოსტნეულს და მიუთითებდნენ მათ  სასარგებლო თვისებებს; დაურთავდნენ ფერად ფოტომასალას  და ხელით შესრულებულ  ნახატებს.
II ჯგუფს  დავავალე გამოკითხვის ჩატარება სპეციალური კითხვარით, რომლებიც ერთად შევადგინეთ. გამოსაკითხ პირებად შევარჩიეთ სხვადასხვა ასაკისა და პროფესიის ადამიანები.  პირველი კითხვარის შესავსებად   უნდა გამოეკითხათ ბავშვები  როგორც  5-დან 10 წლამდე, ასევე _10-დან 15 წლამდე, მშობლების  და ბებია-ბაბუების თაობა.  მათ უნდა დაესახელებინათ სამი საყვარელი პროდუქტის სახეობა ჩამოთვლილი 6 პროდუქტიდან. ეს პროდუქტები იყო: ხორცი, ხილი, ბოსტნეული, ტკბილეული, რძის ნაწარმი და ცომეული.  ეს მონაცემები ჩემ მიერ წინასწარ დარიგებულ ცხრილში უნდა ჩაეწერათ. სულ უნდა გამოეკითხათ     ამ ჯგუფს ასევე უნდა აეღოთ ინტერვიუები  ოთხი  სხვადასხვა ჯგუფის წარმომადგენლებიდან .   ჩვენი ეს ჯგუფებია: სკოლის მასწავლებლები , სოფლის ამბულატორიის თანამშრომლები (მედპერსონალი )და მიწაზე მომუშავე გლეხები. თითოეული ჯგუფიდან 7 წარმომადგენელი. სულ ჯამში, ამ ჯგუფს  მოუწევდა 46 ადამიანის გამოკითხვა. ამ ჯგუფის შეკითხვები იქნებოდა ასეთი: 
1) თქვენი აზრით , რომელი ხილი და ბოსტნეულია უფრო სასარგებლო?
   ა) საკუთარ ეზოში მოწეული;         ბ) ბაზარში გლეხიდან შეძენილი;
    გ)      სუპერმარკეტში ნაყიდი  
2) ხილი უფრო გიყვართ თუ ბოსნეული?
3) ხშირად აკეთებთ თუ არა ხილისა და ბოსტნეულის სალათებსა და კერძებს? თუ არა, დაასახელეთ მიზეზი რატომ.

III  ჯგუფს  დავავალე სხვადასხვა შემეცნებით-გასართობი დავალებების მოფიქრება დანარჩენი ორი ჯგუფისათვის და მათი შეფასება თავიანთი შედგენილი შეფასების სქემებით. ამისათვის მათ წინასწარ მივეცი გამოსაყენებელი რესურსების ჩამონათვალი. კერძოდ, სხვადასხვა ხილისა და ბოსტნეულის ნაყოფები და მათი შესაბამისი ფოთლები. ასევე დავავალე სახალისო ტესტის ტესტის შედგენა მოცემულ თემაზე. ტესტში გამოსაყენებელი რამდენიმე სიტყვაც მივუთითე. კერძოდ, ,,მეგობრული“,  ,,მტრები“,  ,,ჯანმრთელობისთვის“, ,,ჯანსაღი“, ,,არღვევს“, ,,კანონზომიერებას“ . ამ ჯგუფს ასევე დაევალათ ცოცხალი ხილითა და ბოსტნეულით სალათების  და ყვავილების  მომზადება, რისთვისაც უნდა გამოეყენებინათ ჩემ მიერ მითითებული მასალა  _ ,,სუფრის გალამაზება ხილითა და ბოსტნეულით“,  ,,ვიდეოკულინრიაში“.
  მესამე ჯგუფს პირველი და მეორე ჯგუფის წევრები მისცემენ  სახალისო დავალებას. ჯგუფის თითოეულ წევრს აუხვევენ თვალებს და კბილის ჩხირზე დამაგრებულ ხილის ან ბოსტნეულის პატარა ნაჭერს ჩაუდებენ პირში. მათ უნდა შეძლონ პროდუქტის დასახელება. შეუძლიათ მხოლოდ ყნოსვითაც გამოიცნონ.  შედეგებს ჩაინიშნავენ და ბოლოს შეაფასებენ.

 შეფასება : მასწავლებელი მოსწავლეებთან შეთანხმებული რუბრიკების შესაბამისად აფასებს პროექტის განხორციელებასა და მიღწეულ შედეგებს.





                           სასწავლო პროექტის  განხორციელების გეგმა

შედეგების მისაღწევად განსახორციელებელი აქტივობები
საქმიანობის გაწერა
დროში (დღეები)

1  2    3   4    5  6 7   
საქმიანობის განმახორციელებელი მოსწავლეები
საქმიანობის განხორციელებაზე პასუხისმგებელი მოსწავლეები
საქმიანობის შესაბამისი რესურსები

1
ხილსა და ბოსტნეულზე ინტერნეტით და სხვა წყაროებით ინფორმაციის მოძიება







კლასის ყველა მოსწავლე
ჯგუფების ლიდერები: ნინო გამეზარდაშვილი,სალომე ბილისეიშვილი; ელენე ნადირაშვილი
ინტერნეტრესურსები; ბეჭდვითი მასალები;
2
სასწავლო ვიდეოს ყურება და თემის ირგვლივ ლექსების მოძიება







კლასის ყველა მოსწავლე
ჯგუფის ლიდერები
ვიდეოფილმი ,,ვისწავლოთ ხილი და ბოსტნეული“
3
პლაკატის მომზადება







პირველი ჯგუფის მოსწავლეები
ჯგუფის ლიდერი _ ნინო გამეზარდაშვილი
ფლიფჩარტი; ინტერნეტიდან ფოტოსურათები; ფერადი ფანქრები; მარკერები.
4
გამოკითხვების ჩატარება სპეციალური კითხვარებით და მისი ანალიზი







მეორე ჯგუფის მოსწავლეები
ჯგუფის ლიდერი_სალომე ბილისეიშვილი
სპეციალური კითხვარები; კალამი; თაბახის ფურცლები;
5.
სახალისო დავალებების მოფიქრება( დეგუსტაცია, ,,სუფრის გალამაზება ხილით და ბოსტნეულით“







მესამე ჯგუფის მოსწავლეები
ჯგუფის ლიდერი _ელენე ნადირაშვილი
წვრილად დაჭრილი ცოცხალი ხილი და ბოსტნეული; თაბახის ფურცლები; კბილის ჩხირები; თეფშები; ინტერნეტრესურსი ,,ვიდეოკულინარია“
6
პროექტის პრეზენტაცია







სამივე ჯგუფის მოსწავლეები
სამივე ჯგუფის ლიდერები
ფლიფჩარტი; ტესტები;
7
შეფასება







მასწავლებე-ლი
მასწავლებელი
შეფასების რუბრიკები



საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან საგნებთან/კავშირი:
ბუნებისმეტყველება
ბუნ. I.3 მოსწავლეს შეუძლია აღწეროს სხეულებს შორის მსგავსება და განსხვავება არსებითი ნიშნების მიხედვით
ბუნ. I.1 მოსწავლეს შეუძლია გააცნობიეროს შეგრძნების ორგანოების მნიშვნელობა გარემოს აღქმაში.
ბუნ. I.2 მოსწავლეს შეუძლია აღწეროს ორგანიზმები გარეგნული ნიშნების მიხედვით.
ქართული  ენა  და ლიტერატურა
ქართ. I.1 მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და ადეკვატურად აღიქვას მარტივი ინფორმაცია.
ქართ. I.9 მოსწავლეს შეუძლია წერილობითი კოდის გაშიფვრა.
ქართ. I.8 მოსწავლეს შეუძლია პრაგმატული ხასიათის მარტივი ტექსტის (მაგ., ინსტრუქციის, მენიუს, საყიდლების სიის, აბრისა და ა.შ.) წაკითხვა და გაგება.
ქართ. I.15 მოსწავლეს შეუძლია გარკვეული საყრდენების დახმარებით მარტივი ყოფითი ტექსტების წერა.
მათემატიკა
მათ. I.1 მოსწავლეს შეუძლია ერთმანეთს შეუსაბამოს რიცხვები, რიცხვითი სახელები და რაოდენობები.
მათ. I.4 მოსწალეს შეუძლია რაოდენობების შეფასება და შედარება.
ისტ:   მოსწავლე ახდენს: ინფორმაციის მოპოვებას და მის სხვებთან გაცვლას კომუნიკაციის საშუალებების გამოყენებით. მათ შორის თანაკლასელების, მასწავლებლის ან მშობლის   დახმარებით. იყენებს ისტის საშუალებებს მასწავლებლის მიერ ჩატარებული ან დამოუკიდებელი აქტივობებისას.
პროექტის  ხელმძღვანელი (მასწავლებელი):   სსიპ წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხანაყანევის № 1 საჯარო სკოლის დაწყებითი კლასების მასწავლებელი _იზო ძოწენიძე
ხელმძღვანელის  ელ.ფოსტა:  dzotsenidze.iza@gmail.com

პროექტის ვებგვერდი/ბლოგი: izakubaneishvili.blogspot.com

სასწავლო პროექტის გეგმა  "ზრდილობა -ჩვენი თანამგზავრია"

                                  სასწავლო პროექტის გეგმა

პროექტის სახელწოდება:  ,,ზრდილობა ჩვენი თანამგზავრია!“
პროექტის მთავარი იდეა:  ემოციებისა და პროსოციალური ქცევების გაცნობა .
პროექტის აქტუალობა:  ბავშვისთვის მნიშვნელოვანია იცოდეს თავაზიანი მოქცევა როგორც თანატოლებთან, ასევე უფროსებთან, იყოს ზრდილობიანი და სამართლიანი, გამოიჩინოს ემპათიის უნარი  და დაიცვას საზოგადოებაში ქცევის წესები. ეს საკითხი  დღევანდელ დღეს მწვავედ დგას, რაზეც გავლენას ახდენს მრავალი ფაქტორი. ამიტომ ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად საჭიროა მეტი  არაფორმალური განათლების შეტანა სკოლაში.
პროექტის მიზნები: მოსწავლე დაგეგმავს და განახორციელებს თანაკლასელებთან თანამშრომლობით შესასრულებელ სამუშაოს; აზრს და შთაბეჭდილებებს გაუზიარებს თანაკლასელებს და გამოავლენს სათანადო სამეტყველო ქცევას ნაცნობ საკომუნიკაციო სიტუაციაში.
მონაწილეთა ასაკი/კლასი:  II კლასი
ვადები/ხანგრძლივობა:   30აპრილი_ 8 მაისი ; 2019 წელი
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტი: მოსწავლეები მიიღებენ არაფორმალურ განათლებას პროსოციალურ ქცევაზე, ემოციებზე და საზოგადოებაში ქცევის წესებზე; განუვითარდებათ შემოქმედებითი და თანამშრომლობითი უნარები.

             პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:
ადამიანური რესურსი: II კლასის მოსწავლეები; კლასის დამრიგებელი;
მატერიალური რესურსი: კომპიუტერი“; პრინტერი;  ფერადი ქაღალდები; მაკრატელი; წებო; მარკერები; ფერადი ფანქრები;
             
ბეჭდვითი მასალები:
1.     ეროვნული სასწავლო გეგმიდან საგნობრივი სტანდარტები;
2.     ნუნუ ფერაძის ,,მხატვრულ მასალათა კრებული“ 2017 წ.
3.     თამარ ადამიას ,,ჩემი პირველი ზრდილობის წიგნი“ , ელფის გამომცემლობა. თბილისი . 2017
4.     ტრენინგის მასალები_ სასწვლო პროექტი და ეფექტური სასწავლო პროექტის ძირითადი მახასიათებლები;
5.     ნინო დათუკიშვილის ,,პროექტზე დაფუძნებული სწავლება დაწყებით კლასებში“
                        პროექტის მსვლელობა ( ძირითადი აქტივობები):
ა). თემებზე: ,,ემოციები“ და ,,პროსოციალური ქცევა“ მასალების შერჩევა და მოსწავლეებზე გადანაწილება;
ბ).  იგივე თემებზე გასაფერადებელი სიუჯეტური ნახატების შერჩევა და გაფერადება; (წყვილებში მუშაობა)
გ).  გაფერადებული სიუჟეტური ნახატებისთვის თემის შესაბამისი წინადადებების მიწერა და შესაბამისი ემოციის გამომსახველი ,,ღიმილის“ დაკვრა ; (წყვილებში მუშაობა)
დ). ნახატიანი ტექსტების შევსება სიტყვებით ( ტექსტში ნახატის ნაცვლად უნდა ჩასვან შესაბამისი სიტყვა). (სულ სამი ტექსტია. ამიტომ კლასს ვყოფ სამ ჯგუფად. პრეზენტაციას ჯგუფის ლიდერები მოახდენენ.)
ე). როლური თამაში (თითოეული ჯგუფი ირჩევს ერთ სიუჟეტურ ნახატს, მის მიხედვით ინაწილებენ თავად როლებს და იფიქრებენ პატარა ტექსტებს).
ვ). დისკუსია, რომელშიც მონაწილეობდნენ სხვა დაწყებითი კლასების მოსწავლეებიც და მათი პედაგოგებიც.
პროექტის ბიუჯეტი: 5 ლარი

შესაბამისობა ესგ-ს სტანდარტებთან
მოსწავლემ უნდა შეძლოს:
ქართ.დაწყ.(I).1 სათანადო სამეტყველო ქცევის გამოვლენა ნაცნობ საკომუნიკაციო სიტუაციაში
ქართ.დაწყ.(I). 4 ნაცნობი ლექსიკისა და ენობრივ-სინტქსური კონსტრუქციების სათანადო გამოყენება; მართლმეტყველებისა და სამეტყველო ეტიკეტის საბაზისო ნორმების დაცვა.
ქართ.დაწყ.(I). 7 სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის ტექსტების წაიკითხვა და გაგება-გააზრება; ტექსტში ვერბალური და არავერბალური ფორმით მოწოდებული ინფორმაციის (მაგ.,ილუსტრაციისა და ტექსტის) ურთიერთდაკავშირება.
ქართ.დაწყ.(I).15 წერის ნაცნობი სტარტეგიების გამოყენება მიზნის შესაბამისად.
ს.გ.დაწყ.(I).3. მოსწავლემ უნდა შეძლოს თანაკლასელებთან თანამშრომლობით (წყვილში, გუნდში) შესასრულებელი სამუშაოს დაგეგმვა და განხორციელება.
ს.გ.დაწყ.(I).4.  მოსწავლემ უნდა შეძლოს ინდივიდუალური და ერთობლივი ნამუშევრის წარდგენა; აზრის, იდეების, შთაბეჭდილებების გაზიარება და საუბარი საკუთარ, თანაკლასელთა ან ცნობილ ხელოვანთა ნამუშევრებზე შესაბამისი ტერმინოლოგიის გამოყენებით.

პროექტის ხელმზღვანელი: კლასის დამრიგებელი იზო ძოწენიძე
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: dzotsenidze.iza@gmail.com
პროექტის ვებგვერდი/ბლოგი: izakubaneishvili.blogspot.com


                                                          დანართები:
დანართი № 1
ლექსები თამარ ადამიას წიგნიდან ,,ჩემი პირველი ზრდილობის წიგნი“
1.     დილით მზე რომ ამობრწყინდა,
გაიხარა ჩვენმა მზიამ.
შესცინა და ამ სიხარულს
ჰქვია კარგი ემოცია.
მაგრამ ფისოს შეუყეფა,
ბრაზიანად შეუღრინა,
სიავე და გაბრაზება
არის ცუდი ემოცია.

2.     რა ლამაზად ცეკვავს, ნახეთ,
დაგოგმანებს კოხტად ლია,
,,ბარაქალა შენს ქალობას“
აღტაცებით შესძახიან,
ასეთ ტაშს და ასეთ ვაშას
ჰქვია კარგი ემოცია.

3.     გუშინ ბურთი დაეკარგა,
მოიწყინა ჩვენმა გიამ,
ღაპაღუპით მოსდის ცრემლი
მას აქვს ცუდი ემოცია.

4.     უღრან ტყეში რუხმა მგელმა
ბაჭიები შეაშინა,
დედა კურდღელს ბაჭიები
თურმე დილით დაჰკარგვია,
მათი შიში, მათი ჯავრი,
არის ცუდი ემოცია.

5.     თავაზიან ქცევებს თურმე
ჯადოსნური ზალა აქვს,
კარგ მიმართვას, თხოვნას, ბოდიშს
თბილი სხივი გადააქვს.

6.     თუკი დინჯად მოიქცევით,
ხშირად არ გაბრაზდებით,
თქვენთან ბევრი იმეგობრებს,
ქებას არ დაგზარდებით.
სიკეთეზე სიკეთისთვის
გიპასუხებთ ყველა,
უფლის ნიშნად გამოჩნდება
ცაზე ცისარტყელა.

7.     კარგი ბავშვი რომ იყო,
სულ არ არის ძნელი.
დედა იტყვის: ეს შვილია
კარგი გასაზრდელი.
ზრდილი მანერებისთვის
ალბათ ყველა შეგაქებთ
ცუდი საქციელი კი
სულ ყველასთან შეგარცხვენთ.

8.     უფროსებთან იყავით
უფრო თავაზიანი.
თანატოლებს აჩუქეთ
გაღიმება მზიანი.
თუ რაიმე შეგეშლებათ,
ნუ მოცდებით ლოდინში,
თქვენი დანაშაულისთვის
მოიხადეთ ბოდიში.

9.     ავტობუსში მოხუცებს
თქვენ დაუთმეთ ადგილი,
მგზავრობისას ფეხზე დგომა
სულ არ არის ადვილი.
მოხუცი კი ღიმილით
გადაგიხდით მადლობას,
თქვენს დედიკოს შეუქებენ
დედობას და ქალობას.

10.  რაიმეს თხოვნა თუ გინდათ
ტირილით რა შეიცვლება?
აუცილებლად წარმოთქვით
სიტყვები: ,,თუ შეიძლება?“

11.  და თუ მიიღებთ ,რაც გინდათ,
არ დაგავიწყდეთ მადლობა,
მადლიერების გრძნობაა
უფლისგან დიდი წყალობა.


დანართი №2
თამარ ადამიას წიგნიდან, ,,ჩემი პირველი ზრდილობის წიგნი“, გასაფერადებელი სიუჟეტური ნახატები.

                                             შეფასების რუბრიკა
                                მხატვრული კითხვის შეფასების რუბრიკა
კრიტერიუმის ნომერი №
კრიტერიუმი
         I
გასაუმჯობე-სებელია
    II
დამაკმაყოფილე-ბელია
     III
საუკეთესოა
   1
კითხულობს სათანადო ინტონაციით



    2
კითხულობს უშეცდომოდ



   3
კითხულობს სათანადო ტემპით





პროექტის  რეფლექსია

    2019 წლის 8 მაისს გაიმართა პროექტის, ,,ზრდილობა ჩვენი თანამგზავრია!“, პრეზენტაცია. 
 დასახელება:  ,,ზრდილობა ჩვენი თაანმგზავრია!“
  ხანგრძლივობა:  30.04.2019_ 8.05.2019
  მიზანი­: მოსწავლე დაგეგმავს და განახორციელებს თანაკლასელებთან თანამშრომლობით შესასრულებელ სამუშაოს; აზრს და შთაბეჭდილებებს გაუზიარებს თანაკლასელებს და გამოავლენს სათანადო სამეტყველო ქცევას ნაცნობ საკომუნიკაციო სიტუაციაში.
                ბავშვისთვის მნიშვნელოვანია იცოდეს თავაზიანი მოქცევა როგორც თანატოლებთან, ასევე უფროსებთან, იყოს ზრდილობიანი და სამართლიანი, გამოიჩინოს ემპათიის უნარი  და დაიცვას საზოგადოებაში ქცევის წესები. ეს საკითხი  დღევანდელ დღეს მწვავედ დგას, რაზეც გავლენას ახდენს მრავალი ფაქტორი. ამიტომ ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად საჭიროა მეტი  არაფორმალური განათლების შეტანა სკოლაში.


        ამოცანები:
Ø  გამართული კითხვის ნიმუშის  ჩვენება;
Ø  მასალების მოძიება და მოსწავლეებზე განაწილება;
Ø  ტექსტებზე მუშაობა;
Ø  გასაფერადებელი სიუჯეტური ნახატების გაფერადება ჯგუფებში და ქვემოთ შესაბამისი წინადადებების მიწერა;
Ø  მუშაობა რეკვიზიტებზე (სხვადასხვა ემოციების გამომსახველი ,,ღიმილების“ დამზადება;
Ø  როლური თამაში;
Ø  შეფასების კრიტერიუმების შემუშავება;
Ø  პრეზენტაცია;
Ø  დისკუსია_ პროექტის შეფასება.
   მოსწავლეებთან ერთად შევადგინე შეფასების რუბრიკა და გამოვაკარი კლასში თვალსაჩინო ადგილას .
8 მაისს გაიამრთა პროექტის პრეზენნტაცია. პროექტის პრეზენტაციას დაესწრნენ სხვა დაწყებითი კლასების მოსწავლეები და მათი დამრიგებლები. მოსწავლეებმა წარმოადგინეს ზრდილობის და პროსოციალურ თემებზე შექმნილი ლექსები, რომლებიც მხატვრულად და გამომსახველობით წაიკითხეს. თითოეული გამომსვლელი მაგიდიდან იღებდა ლექსის შესაბამისი ემოციის გამომატველ ,,ღიმილს“.
    კლასი დავყავი სამ ჯგუფად და თითოეულ ჯგუფს მივეცი დავალება. კერძოდ , ამთ დაევალათ ტექსტებში ნახატის ნაცვლად შესაბამისი სიტყვის ჩასმა. ჯგუფებმა კარგად გაართვეს თავი ამ დავალებასაც.
   პროექტის დასკნითი აქტივობა იყო როლური თამაში. მოსწავლეეებმა შეარჩიეს მათთვის სასურველი სიუჟეტური ნახატი და მის მიხედვით გაინაწილეს როლები და გააკთეს როლური თაამში ჯგუფებში.
   პროექტის დასასრულ გაიმართა დისკუსია სხვა დაწყებითი კლასების მოსწავლეთა და მათი დამრიგებლების ჩართულობით, რაც ძალიან საინტერესო გამოდგა. ეს შემიძლია ამ პროექტის დადებით მხარედ ჩავთვალო. 
   პროექტზე მუშაობის დროს მოხდა დასახული მიზნების მიღწევა, რაც კარგადაა გამოხატული მოსალოდნელ შედეგში: მოსწავლეებმა მიიღეს არაფორმალური განათლებას პროსოციალურ ქცევაზე, ემოციებზე და საზოგადოებაში ქცევის წესებზე; განუვითარდათ შემოქმედებითი და თანამშრომლობითი უნარები.
   ყველა ის აქტივობა, რომელიც დასახული მიზნის მისაღწევად წავრმართე გეგმის შესაბამისი იყო.
    პროექტის  შემდეგ, 10 მაისს,  მოსწავლეებმა შეავსეს შეფასების რუბრიკა. გაიმართა დისკუსია პროექტის სუსტ და ძლიერ მხარეებზე.
   მოსწავლეებმა გაიაზრეს , რამდენად მნიშვნელოვანი იყო თანადგომა  და ურთიერთდახმარების სურვილი წარმატების მიღწევაში; დაეუფლათ
წარმატებულობის განცდა და გამოთქვეს აზრი, რომ ხშირად გააკეთებდნენ საინტერესო პროექტებს ჩემი დახმარებით.

https://drive.google.com/drive/folders/1pUiuTyNiVsrCvvgAjlzEb3ldIV9kYIjq

სასწავლო პროექტის გეგმა "რა განძი გვქონია!?"

სასწავლო პროექტის გეგმა

პროექტის სახელწოდება:  ,,რა განძი გვქონია?!“
პროექტის მთავარი იდეა:  დედაენის დღის აღნიშვნა
პროექტის მიზნები: პროექტი ხელს შეუწყობს მშობლიური ენის მნიშვნელობის შეგრძნების გაღვივებას, ასევე მისი დაცვის აუცილებლობას,  მოსწავლეთა შემოქმედებითი და საპრეზენტაციო უნარების განვითარებასა და  მათი ცოდნის გაღრმავებას.
მონაწილეთა ასაკი/კლასი:  II კლასი
ვადები/ხანგრძლივობა:   10 აპრილი_ 17 აპრილი ; 2019 წელი
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტი:
Ø  მოსწავლეები გაეცნობიან დედაენის დღის დაწესების ისტორიას მარტივ, მათთვის გასაგებ ენაზე;
Ø  შეისწავლიან ქართველი საზოგადო მოღვაწეების გამონათქვამებს ქართულ ენაზე, გაეცნობიან და შეისწავლიან ქართველი პოეტების საუკეთესო პოეზიის ნიმუშებს ამ თემაზე.
პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:
ადამიანური რესურსი: II კლასის მოსწავლეები; კლასის დამრიგებელი; მუსიკის მასწავლეებლი.
მატერიალური რესურსი: კომპიუტერი; ,,ბუკი“; პრინტერი; ხმის გამაძლიერებელი; ვიდეოკამერა; ფორტეპიანო; ფერადი ქაღალდები; მაკრატელი; წებო; მარკერები; სკოლის სააქტო დარბაზი და მისი მისი ინვენტარი.
ინტერნეტრესურსები: კლიპების ბმულები:      
1.        https://www.youtube.com/watch?v=bkCG2P-Wdjg ირაკლი აბაშიძის ლექსი ,,ხმა კატამონთან“
2.      https://www.youtube.com/watch?v=FXtCtLl5S6c   ირმა სოხაძის სიმღერა ,,ო, ენავ ჩემო!“
ბეჭდვითი მასალები:
1.     ეროვნული სასწავლო გეგმიდან საგნობრივი სტანდარტები;
2.     ნუნუ ფერაძის ,,მხატვრულ მასალათა კრებული“ 2017
3.     ტრენინგის მასალები_ სასწვლო პროექტი და ეფექტური სასწავლო პროექტის ძირითადი მახასიათებლები;
4.     ნინო დათუკიშვილის ,,პროექტზე დაფუძნებული სწავლება დაწყებით კლასებში“
5.     ნუნუ ფერაძის ,,მხატვრულ მასალათა კრებული“ 2017 წელი
                        პროექტის მსვლელობა ( ძირითადი აქტივობები):
10.04_ 11.04   პრობლემის განსაზღვრა და ქართულ ენაზე მხატვრული ნაწარმოებების (ლექსების) და ცნობილი ადამიანების გამონათქვამების და დედაენის დღესთან დაკავშირებული ინფორმაციის შერჩევა და განაწილება;
11.04_12.04  კედლის გაზეთის მომზადება ( ფერადი ფოტოების დაბეჭდვა; მასში ჩასაწერი მასალების მოძიება და  ცალკეული მოქმედებისთვის მოსწავლეთა განაწილება) ; სხვა დაწყებითი კლასებში გამოკითხვის ჩატარება და გამოკითხვის შედეგების გაანალიზება (დასმული კითხვა: რომელი დამახინჯებული სიტყვები გსმენიათ ქართულ ენაში?);  შეფასების რუბრიკების შედგენა.
15.04 _ კედლის გაზეთის პრეზენტაცია;
16.04 _კლასში კალიგრაფიის კონკურსის ჩატარება;
17.04 _პროექტის პრეზენტაცია და სკოლის სააქტო დარბაზში და კალიგრაფიის კონკურსის გამარჯვებულების დაჯილდოება;
საქმიანობის განმახორციელებელი და პასუხისმგებელი პირები: კლასის დამრიგებელი_იზო ძოწენიძე და მუსიკის პედაგოგი_ მეგი ჭანტურია.
18.04 შეფასების რუბრიკების შევსება; პროექტის სუსტი და ძლიერი მხარეების განსაზღვრა.
საქმიანობის განმახორციელებელი და პასუხისმგებელი პირები: მოსწავლეები და კლასის დამრიგებელი_იზო ძოწენიძე. 
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
მოსწავლემ უნდა შეძლოს:
ქართ.დაწყ.(I).1 სათანადო სამეტყველო ქცევის გამოვლენა ნაცნობ საკომუნიკაციო სიტუაციაში
ქართ.დაწყ.(I). 4 ნაცნობი ლექსიკისა და ენობრივ-სინტქსური კონსტრუქციების სათანადო გამოყენება; მართლმეტყველებისა და სამეტყველო ეტიკეტის საბაზისო ნორმების დაცვა.
ქართ.დაწყ.(I). 7 სტანდარტით განსაზღვრული სხვადასხვა ტიპის ტექსტების წაიკითხვა და გაგება-გააზრება; ტექსტში ვერბალური და არავერბალური ფორმით მოწოდებული ინფორმაციის (მაგ.,ილუსტრაციისა და ტექსტის) ურთიერთდაკავშირება.
ქართ.დაწყ.(I).15 წერის ნაცნობი სტარტეგიების გამოყენება მიზნის შესაბამისად.

მუს.დაწყ.(I).1 გარესამყაროში ბუნებრივად არსებული და ხელოვნურად შექმნილი ხმის, ბგერის, ხმაურის, მღერის და მუსიკალური ენის ცალკეული ელემენტების (მაგ.: რიტმის, ტემპის, მელოდიის და ა.შ.) გამოყენება გარკვეული ემოციური მდგომარეობის გადმოსაცემად;
პროექტის ბიუჯეტი: 20 ლარი
პროექტის ხელმზღვანელი: კლასის დამრიგებელი იზო ძოწენიძე
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა: dzotsenidze.iza@gmail.com
პროექტის ვებგვერდი/ბლოგი: izakubaneishvili.blogspot.com


                                                          დანართები:
დანართი № 1
 გამოყენებული მასალა

   ქართული ენა უძველესი, უმდიდრესი და დიდი სამწერლობო ტრადიციების მქონე საერთო ეროვნული ენაა, რომელსაც საპატიო ადგილი უჭირავს მსოფლიოში არსებულ რამდენიმე ათას ენათა შორის. იგი ქრისტეს შობამდე შეიქმნა და აი უკვე მრავალი საუკუნეა, ქართველები ამ ენაზე საუბრობენ და წერენ, ამ ენაზე იბეჭდება ჟურნალ-გაზეთები, სახელმძღვანელოები, ამ ენაზე მიმდინარეობს სწავლება სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში, ამ ენაზე იწერება კანონები. ასე, რომ ქართული ენა სახელმწიფო ენაა. მას კონსტიტუცია იცავს.

   ქართული სასაუბრო ენაცაა და სამწერლობოც. ამ ენაზე ლაპარაკობდნენ ჩვენი დიდი წინაპრები, ამ ენაზე დაიწერა გენიალური ,,ვეფხისტყაოსანი“. ქართული ენა ყველაზე დიდი განძია, რომელიც წინა თაობებიდან გადმოგვეცა და დღეს ჩვენი საპატრონოა.

   ენა ყოველთვის წარმოადგენდა ერის სიძლიერისა და ერთიანობის დუღაბს. საქართველოს ერთიანობის დროს ენაც ერთი გვქონიაო,_ბრძანებს აკაკი წერეთელი. მართლაც და ენაზე ძვირფასი და წმინდა ძნელად რომ კაცს მოეძევებოდეს. ქართული ენის, ქართული სიტყვის გადარჩენა იყო უპირევლესი ყველა ქართველისთვის, რამეთუ კარგად იცოდნენ, რომ ერს უპირველესად ენა სჭირდება არსებობისათვის.

             ბედი დაუნდობელია, გაგწირავს და დაგაობლებს.
             ენა კალთას დაგაფარებს, დედაენა გისამშობლებს.

              გიჭირს, გილხინს, თან გეხლება, გიალერსებს, დაგივანებს.
              ატირდები, დედა რომ არ გეყოლება, ენა დაგიდედინანებს!

   დღეს, როგორც არასოდეს , ისე სჭირდება საქართველოს ყოველმხრივ განათლებული, დიდი ცოდნით აღჭურვილი და ერის წყლულის მკურნალი ადამიანები.

   ოდითგანვე ავბედით მოვლენათა სამყაროში მცხოვრებ ქართველობას ბედნიერი ხანაც უდგებოდა ხოლმე და ისიც იწყებდა დედაენაზე ფიქრსა და ზრუნვას. განსაკუთრებით გაიბრწყინა ქართულმა ენამ  ფარნავაზის მეფობისას. დაახლოებით 2300 წლის წინათ ფარნავაზი ერთიანი საქართველოს პირველი მეფე გახდა და სახელმწიფო ენად ქართული გამოაცხადა.
    ამიერიდან მთელ საქართველოში მართვა-გამგეობა და საქმის წარმოება მხოლოდ ქართულად სრულდებოდა. მანვე შექმნა ქართული ანბანი და მწიგნობრობა. ეს იყო ქართველი ხალხის ისტორიაში უდიდესი მოვლენა.
        
           ამბობს მეფე ფარნავაზი, წიგნსო ქართულს ვეფეროთ.
           აწ და მარად ეს ლამაზი ანბანია მეფეო!

       შენ_უკვდავების ჩამონადენო, მშვენიერებაც ხომ შენით ითქვა,
       დიდება შენდა, ჩემო ნათელო,_  ქართულო სიტყვავ, ქართულო სიტყვავ!

 ქართულ ენას მრავალჯერ შეექმნა საფრთხე. მომხვდურ მტერს უპირველესად ენაზე მოჰქონდა იერიში. განსაკუთრებით, საბჭოთა იმპერია, ფარულად თუ აშკარად, ცდილობდა ქართველებისა და ქართული ენის ასიმილაციას. ჩვენს ბებიებს და ბაბუებს ახსოვს 1978 წელი, როცა საბჭოთა იმპერიამ მოინდომა ქართული ენის სტატუსის შეცვლა.

   საბედნიეროდ, მას ეს არ გამოუვიდა, ერი და ბერი გამოვიდა ქართული ენის დასაცავად. გრანდიოზული აქცია გაიმართა 14 აპრილს. იმპერია მოერიდა ვითარების გამწვავებას და უკან დაიხია.

      განა იმისთვის იბრძოდნენ წარსულში მამა-პაპანი_
      დღეს შვილმა აღარ იცოდეს სისხლით დაცული ანბანი?!
      მე ისეთ ქართველს რა ვუთხრა, რა ვუთხრა ისეთ ამხანაგს,  
      ვინც ვერ ახერხებს ქართულად წერას, კითხვას და ლაპარაკს!
                                           

      საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის შემდეგ ეროვნულმა ხელისუფლებამ 14 აპრილი გამოაცხადა საქართველოს სახელმწიფო ენის დღედ.

   
 
       სამშობლოც ხომ ერთი არის, მისი ენაც ერთია,
       ქვეყნად კაცი არ არსებობს, ენა რომ წაერთმიათ.
       ღმერთის ნებით წასასვლელო, ღმერთის ნებით მოსულო,
       ერთადერთი იმ ენის ხარ, რა ენაზეც ლოცულობ!


   ქართული ანბანი მსოფლიოს კულტურის ნაწილია. ის ჩვენი ეროვნული სიმდიდრეა. მას მოვლა , გაფრთხილება და დაცვა სჭირდება.

   მსოფლიოში რამდენიმე ათასი ენაა, დაახლოებით 3500. მაგრამ ანბანი მხოლოდ 14-ია. ამ 14-დან ერთ-ერთი ქართული ანბანია. მიდი და ნუ გაოცდები!
  
  იაკობ გოგებაშვილი წერდა: ,,ჩვენი ანბანი უსრულესი და უმარტივესია ყველა ანბანთა შორის.“ მისი ,,დედაენა“ ყველა ქართველისთვის სათაყვანებელი წიგნია.

     კაცი ხარ, ვინ ხარ, რა ხარ, რა ჯილაგის, რა ბედენა,
     დედის ნანამ თუ არ გზარდა, დედამ არ გიდედაენა.
     ერის შვილად რომ ივარგო, არც სხვას ავნო, არცა ივნო,
     ენა დედამ_დედაენამ უნდა ამოგადგმევინოს!

   ქართული ენა_მსოფლიოს საოცრებაა! ის არის მუსიკა, მაგრამ არა მიწიერი, არამედ ზეციდან გადმოსული სულიერი მუსიკა! იგია ჩვენი ერისა და ქვეყნის გადამრჩენი! 
(საქართველოს კათალიკოს-პატრიარქი  ილია II)

   დედაენას დედასავით მოფერება სჭირდება! (ლილი ნუცუბიძე)

  ვინც თავის ენას კარგად მოუვლის, ის ჭირს არ გადაეყრება. ( სოლომონ ბრძენი)

  დედაენა არის ენა სულისა და გულისა, დედაბოძი ჭეშმარიტი განათლებისა.     (იაკობ გოგებაშვილი)

             ჩვენ კარგად ვიცით სიბრძნე ნამდვილი, შენს წმინდა წიგნში ამოქარგული;
             თუ დედაენით არ ხარ გაზრდილი, გულში გაკლია  ცეცხლი ქართული.

            ენაში არის ძალაც, საიდუმლო გონების.
            ვინც დაკარგავს, გახდება წერა სხვისი მონების.

          ჩვენი ქართული სიტყვაკაზმული, სამშობლოს ფიქრი და აღმაფრენა,
          ჩვენი ქართული_რუსთველის ენა, ილიას ენა, აკაკის ენა.
          ხან ყვავილების ნელი შრიალი, ხან იადონთა ხმატკბილი სტვენა, 
          სიტყვა ფრთიანი, ნაპერწკლიანი, ბარაქიანი ქართული ენა.
  
         ქართული მარტო ენაა?! ქართული ქართველთ რწმენაა!
         ღმერთია! ბედისწერაა! ზღვა როა, იმოდენაა!

  მშობლიური ენის სიწმინდის დაცვისათვის ბრძოლა ისეთივე საპატიო საქმეა, როგორც ხმლით დაცვა საკუტარი სამშობლოსი!
     არ ჩაგეძინოს, არ ჩაგთვლიმოს შეიბ მახვილი!
     შეიბ მახვილი, შეისმინე მგოსნის ძახილი,_
     დედაენაა შენი ფარი , შენი მახვილი,
      შეიბ მახვილი, შეიბ მახვილი!
  
     ხან დაშლილა საქართველო კახურ-სამცხურ-მეგრულად...
     მაგრამ ისევ საქართველო  ქართულ ენით შეკრულა!!!

                            შეფასების რუბრიკა
                                მხატვრული კითხვის შეფასების რუბრიკა
კრიტერიუმის ნომერი №
კრიტერიუმი
         I
გასაუმჯობე-სებელია
    II
დამაკმაყოფილე-ბელია
     III
საუკეთესოა
   1
კითხულობს სათანადო ინტონაციით



    2
კითხულობს უშეცდომოდ



   3
კითხულობს სათანადო ტემპით




პროექტის  რეფლექსია

    2019 წლის 17 აპრილს  გაიმართა პროექტის, ,,რა განძი გვქონია?!“, პრეზენტაცია_ ღონისძიება . იგი  იყო საინტერესო .           
 დასახელება:  ,,რა განძი გვქონია?!“
  ხანგრძლივობა:  10.04.2019_ 17.04.2019
  მიზანი­: პროექტი ხელს შეუწყობს მშობლიური ენის მნიშვნელობის შეგრძნების გაღვივებას, ასევე მისი დაცვის აუცილებლობას,  მოსწავლეთა შემოქმედებითი და საპრეზენტაციო უნარების განვითარებასა და ცოდნის გაღრმავებას.

        ამოცანები:
Ø  გამართული კითხვის ნიმუშის  ჩვენება;
Ø  მასალების მოძიება და მოსწავლეებზე განაწილება;
Ø  ტექსტებზე მუშაობა;
Ø  მუშაობა რეკვიზიტებზე, დეკორაციებზე, აფიშასა და მოსაწვევებზე;
Ø  მუსიკალური გაფორმება;
Ø  შეფასების კრიტერიუმების შემუშავება;
Ø  პრეზენტაცია_ ღონისძიება;
Ø  დისკუსია_ პროექტის შეფასება.
                   სამწუხაროდ, დღეს საქართველოში, ქართულ ენას, როგორც სახელმწიფო და როგორც დედაენასაც, არ ექცევა სათანადო ყურადრება. ჩვენი ენა თანდათან უფრო და უფრო ბინძურდება. ეს მარტივად შეასმჩნევია ტელესივრცეში. 21-ე საუკუნე ტექნოლოგიების საუკუნეა და თუ ჩვენ არ ვუზრუნველყოფთ ქართული ენის მორგებას თანამედროვეობაზე , განსაკუთრებით ბავშვებზე, დიდი საფრთხის წინაშე დავაყენებთ მას. ჩვენი უძველესი და უძვირფასესი ენა გამოწვევების წინაშე დგას და თუ აქედანვე არ ვასწავლეთ მოსწავლეებს მისი მოფრთხილების აუციელებლობა, ის დაგვეღუპება.

ღონისძიების  მუსიკალურად გაფორმებისათვის ისტ-ის გამოყენებით შევარჩიე ირაკლი აბაშიძის ლექსზე დაწერილი ირმა სოხაძის სიმღერა ,,ხმა კატამონთან“. მოსწავლეები დიდი გულმოდგინებით სწავლობდნენ ცნობილი ქართველი პოეტების შემოქმედებიდან ქართულ ენაზე შექმნილ შედევრებს, ასევე ენაზე მწერლების გამონათქვამებს.
   მოსწავლეებთან ერთად შევადგინე შეფასების რუბრიკა და გამოვაკარი კლასში თვალსაჩინო ადგილას . მოსწავლეებმა დედაენის დღისადმი მიძღვნილი კვირეულის ფარგლებში დაამზადეს კედლის გაზეთი და სცენის  რეკვიზიტები. ვაკვირდებოდი მათ მუშაობას, ვაძლევდი მითითებებს და ვაძლევდი განმავითარებელ კომენტარებს. მოსწავლეებმა ჩემი დახმარებით გააფორმეს სკოლის სააქტო დარბაზი 16 აპრილს.
17 აპრილს გაიამრთა პროექტის პრეზენტაცია_ ღონისძიება და დასასრულს კენჭისყრით გამოავლინეს კალიგრაფიის კონკურსში გამარჯვებული. რაც მეტად საინტერესო იყო ყველასათვის. კონკურსი ჩატარდა ობიექტურად. მოსწავლეების ნამუშევრები გამოიკრა სცენაზე თვალსაჩინო ადგილზე. მათ მინიჭებული ჰქონდათ ნომრები. კეჭისყრაში მონაწილეობდა დარბაზიდან მსურველები (სხვა დაწყებითი კლასების მოსწავლეები). ისინი სცენაზე ასვლის წინ იღებდნენ ცარიელ პატარა ბარათებს და კალამებს და წერდნენ მათთვის სასურველი კონკურსანტის ნამუშევრის ნომერს. ბოლოს კი მოხდა ხმების დათვლა და გამოვავლინეთ გამარჯვებული.
   პროექტზე მუშაობის დროს მოხდა დასახული მიზნების მიღწევა, რაც კარგადაა გამოხატული მოსალოდნელ შედეგში: მოსწავლეებს განუვითარდათ გამართული კითხვის, მოსმენისა და მეტყველების, სოციალური და ინტერპერსონალური უნარები; მასალაზე მუშაობამ ხელი შეუწყო ნასწავლის ხანგრძლივ დამახსოვრებას, შემოქმედებითი და საპრეზენტაციო უნარების განვითარებას და რაც მთავარია, მოსწავლეებს გაუღრმავდათ მშობლიური ენისადმი სიყვარული და მოემატათ მოტივაცია.
  ყველა ის აქტივობა, რომელიც დასახული მიზნის მისაღწევად წავრმართე გეგმის შესაბამისად.
    პროექტის  შემდეგ, 18 აპრილს, მოსწავლეებმა შეავსეს შეფასების რუბრიკა. გაიმართა დისკუსია პროექტის სუსტ და ძლიერ მხარეებზე.
   მოსწავლეებმა გაიაზრეს , რამდენად მნიშვნელოვანი იყო თანადგომა  და ურთიერთდახმარების სურვილი წარმატების მიღწევაში; დაეუფლათ
წარმატებულობის განცდა და გამოთქვეს აზრი, რომ ხშირად გამართავდნენ სასკოლო ღონისძიებებს სხვა თემებზეც.


                                                                                                                 იზო  ძოწენიძე
https://drive.google.com/drive/folders/1pUiuTyNiVsrCvvgAjlzEb3ldIV9kYIjq





სასწავლო პროექტის გეგმა "ხი;ი და ბოსტნეული -ჩვენი მეგობრებია!?"

https://drive.google.com/drive/my-drive


სასწავლო პროექტის გეგმა"დედა მზესთან ერთად გაზაფხულია"


https://drive.google.com/drive/folders/1pUiuTyNiVsrCvvgAjlzEb3ldIV9kYIjq

















სასწავლო პროექტი --სპექტაკლი ,,განძთა კუნძული"




















                           პროექტის  განაცხადი
1
პროექტის სახელწოდე-ბა:
  საახალწლო სპექტაკლი  ,,განძთა კუნძული“
2

პროექტის მთავარი იდეა (თემა)
მოსწავლეებს სურდათ ყველასათვის საყვარელი დღესასწაული_,,ახალი წელი“, ორიგინალურად მიელოცათ თანატოლების, მშობლების, მასწავლებლებისა თუ მოწვეული სტუმრებისათვის და თავი პატარა მსახიობებად ეგრძნოთ.
3
პროექტის აქტუალობა:
პროექტი აქტუალურია იმდენად, რამდენადაც დღეს არსებული სწავლების სისტემით, მოსწავლის მიერ ამა თუ იმ საგანში მიღებული ცოდნა რჩება მხოლოდ კლასის კედლებში და  ნაკლებია საგანთა ინტეგრირებაც. შესაბამისად,  დაბალია  მოსწავლეთა მოტივაცია როგორც მაღალი აკადემიური მოსწრების მოსწავლეებში, ასევე შედარებით ნაკლები შესაძლებლობების მქონეთა შორის.  გარდა ამისა, დაწყებითი კლასების მოსწავლეთა გარკვეულ ნაწილს არ უყვარს კითხვა. უჭირთ უშეცდომოდ, სათანადო სიჩქარით და  გამომეტყველებით კითხვა, ყოვნდებიან სიტყვების წინ , არ აკეთებენ პაუზებს სასვენ ნიშნებთან.  გამართული კითხვა მნიშვნელოვანია სიტყვის ამოცნობასა და გაგება-გააზრებას შორის.  მისი უნარ-ჩვევების განვითარების ერთ-ერთი მიზანმიმართული და ეფექტური მეთოდი კი ,,მკითხველთა თეატრია“. ამიტომ აქტუალური გახდა ამ მეთოდის გამოყენებით საკლასო სპექტაკლის დადგმა. მოსწავლეები ყოველთვის დიდი სურვილითა და ხალისით მონაწილეობენ ,,მკითხველთა  თეატრში“. ეს არის საშუალება , რომ მოსწავლეებს ,,ვაიძულოთ“ ტექსტის რამდენჯერმე წაკითხვა, დასწავლა, ვამუშაოთ მხატვრულ გარდასახვაზე და გამომეტყველებით კითხვაზე.
4
პროექტის მიზნები:
,,მკითხველთა თეატრის“ მეთოდით საკლასო სპექტაკლის ორგანიზება მოსწავლეებს განუვითარებთ გამართული კითხვის, მოსმენისა და მეტყველების, სოციალურ, თანამშრომლობით და ინტერპერსონალურ უნარ-ჩვევებს; როლური თამაშები და სიმულაციები ხელს შეუწყობთ ნასწავლის ხანგრძლივ დამახსოვრებას, შემოქმედებითი და საპრეზენტაციო უნარების განვითარებას; გაიზრდება მოსწავლეთა თვითშეფასება, გაუღრმავდებათ კითხვის სიყვარული.
5
მონაწილეთა ასაკი:
7-8 წელი
6
ვადები/ხანგრძლივობა:
6 დეკემბერი-27 დეკემბერი (3 კვირა)
7
მოსალოდნელი შედეგები/პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას:
მოსწავლეები შეისწავლიან მიზნების ჩამოყალიბებას, ინფორმაციის ანალიზს, შეკრებას, დახარისხებას, ცოდნის შემოქმედებითად გამოყენებას. ისტ-ის საშუალებებით პროექტზე მუშაობა  უფრო საინტერესო და სახალისო გახდება. ბავშვები ისწავლიან საჭირო ინტერნეტრესურსების  მოძიებას და ,,ბუკის“ ფოტოკამერის გამოყენებას. განუვითარდებათ: კომუნიკაციის, სოციალური, ჯგუფური და გუნდური მუშაობის, შემოქმედებითი და კრიტიკული აზროვნების და  საპრეზენტაციო უნარები,  ისწავლიან დროის მართვას. ეს ყველაფერი მომავალში გამოადგებათ წარმატებების მისაღწევად. მოსწავლეები შეაფასებენ ერთმანეთის ნამუშევრებს, შეავსებენ შეფასების რუბრიკებს და ისწავლიან შეფასებას და თვითშეფასებას.
8


























































 


9

პროექტისათვის საჭირო ძირითადი რესურსები:

























































პროექტის მსვლელობა (ძირითადი აქტივობები)




ადამიანური რესურსი: _მეორე კლასის მოსწავლეეები; კლასის დამრიგებელი; მესამე კლასის ორი მოსწავლე; ინგლისურის პედაგოგი (სოფო ახალაია); დამლაგებელი; მშობლები,  ოპერატორი ვიდეოს გადასაღებად.

მატერიალური რესურსი: კომპიუტერი; ,,ბუკი“; პრინტერი; მუსიკალური ცენტრი ; ვიდეოკამერა; თაბახის ფურცლები; ჩვეულებრივი  და ბრჭყვიალა ფერადი ქაღალდები (წებოვანი);  მაკრატელი; წებო;  მარკერები; ყუთების შესაფუთი მოზრდილი ფერადი ქაღალდები; საწებავი ლენტი_ ,,სკოჩი“, სასცენო კოსტუმები; სცენარში გამოსაყენებელი ატრიბუტები (ნაძვის ხე, რუკა, წიგნი, მუსიკალური ინსტრუმენტები, სპორტული ინვენტარი, მოზრდილი და  პატარა ყუთები , მეკობრეების დროშისთვის შავი ქსოვილი და დროშის ტარი, ცეკვის  სამოსი, მეკობრეების იარაღი(სათამაშოები); სკოლის დარბაზი და მისი ინვენტარი;

ინტერნეტრესურსები:
https://www.youtube.com/watch?v=xQHsJ6P0KOo   ,,კანფეტების თოვლი“ნუკრი კაპანაძე (კარაოკე)



,,ჯადოსნური ეკრანი (კარაოკე)
https://www.youtube.com/watch?v=u0yAWWpqFHQBobby Helms - ,,Jingle Bells Rock (Karaoke Version)

https://www.youtube.com/watch?v=xVzlqR7iWa8 ,,Чунга чанга (караоке)




,,Jingle Bells • Karaoke
https://www.youtube.com/watch?v=qeiz8kKI-wo  ცეკვა ქართული 
https://www.youtube.com/watch?v=pJcmNA-J2EA მუსიკა აჭარული

ბეჭდვითი მასალები:
1. ეროვნული სასწავლო გეგმიდან საგნობრივი სტანდარტები;
2.  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს  ,,სასკოლო სპექტაკლებისა და ღონისძიებების სცენარები დაწყებითი(I-IV)კლასების მოსწავლეთათვის“ (მასწავლებლის წიგნი) ;
3. ტრენინგის მასალები_ ,,სასწავლო პროექტი და ეფექტური სასწავლო პროექტის ძირითადი მახასიათებლები“;
4.  ნინო დათუკიშვილის ,,პროექტზე დაფუძნებული სწავლება დაწყებით კლასებში“.

I  კვირა

ა) პრობლემის განსაზღვრა;
ბ) მოსწავლეთათვის ,,მკითხველთა თეატრის“ მეთოდის გაცნობა, საუბარი თეატრთან დაკავშირებულ ტერმინებზე (პიესა, რეჟისორი, სცენა, კულისები) და მათ მნიშვნელობაზე;
გ) გამართული კითხვის ნიმუშის მოსმენის მიზნით   ქუთაისის იაკობ გოგებაშვილის  სახელობის თოჯინების თეატრში სპექტაკლზე ,,შვლის ნუკრის ნაამბობი“ (ვაჟა-ფშაველას იმავე სახელწოდების ნაწარმოების მიხედვით) დასწრება. შემდეგ კლასში  მისი განხილვა და შეფასება;
დ) საახალწლო თემატიკაზე პიესის შერჩევა და როლების განაწილება;
ე) მასწავლებლის მიერ სცენარის სანიმუშო წაკითხვა სათანადო ინტონაციით, გამომეტყველებით და ჟესთებით;
საქმიანობის განმახორციელებელი და პასუხისმგებელი  პირი/პირები: კლასის დამრიგებელი.

II  კვირა

ა). ტექსტზე მუშაობა ეტაპობრივად:
მოსწავლეები ტექსტს კითხულობენ ინდივიდუალურად, წყვილებში (კარგი მკითხველი უსმენს და სასარგებლო რჩევებს აძლევს სუსტ მკითხველს) და ჯგუფში (პერსონაჟები ერთად ამუშავებენ ტექსტის ეპიზოდებს, როლებს, ეხმარებიან ერთმანეთს ინტონაციის და ჟესტიკულაციის შერჩევაში);
ბ) ჯგუფური მუშაობა რეკვიზიტებზე, დეკორაციებზე; (განმახორციელებელი და პასუხისმგებელი პირი/პირები: კლასის დამრიგებელი, მშობლები და მოსწავლეები, რომლებიც შემთხვევითობის პრინციპით გადანაწილდნენ სამ ჯგუფში)
გ). მუსიკალური გაფორმება; (განმახორციელებელი და პასუხისმგებელი პირი/პირები: კლასის დამრიგებელი და მშობელი_ნაზიბროლა არძენაძე)
დ). კოსტუმების დამზადება და შერჩევა; (განმახორციელებელი და პასუხისმგებელი პირი/პირები: კლასის დამრიგებელი და მშობლები)
ე). მოსწავლეებთან ერთად შეფასების რუბრიკების შემუშავება და თვალსაჩინო ადგილას გამოკვრა;
(განმახორციელებელი და პასუხისმგებელი პირი/პირები: მასწავლებელი და მოსწავლეები.

III  კვირა

ა). აფიშისა და მოსაწვევების დამზადება უმცროსკლასელების, მშობლებისა და მასწავლებლებისათვის;
ბ). დამუშავებული  ტექსტის საბოლოო პრეზენტაცია_წარმოდგენა;
გ). შეფასების რუბრიკის შევსება;
დ). დისკუსია_ პროექტის შეფასება, სუსტი და ძლიერი მხარეების განსაზღვრა.                                                                                     საქმიანობის განმახორციელებელი და პასუხისმგებელი პირი/პირები: მოსწავლეები, კლასის დამრიგებელი.

                               10
საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან/ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:
ქართ.II.3 მოსწავლეს შეუძლია აქტიური ლექსიკისა და ძირითადი ენობრივი ფორმების მეტყველებაში გამოყენება
ქართ.II.3 მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის მარტივი ინფორმაციული ტექსტების (აფიშების, მოსაწვევი ბარათების, დღის რეჟიმის და სხვა) შედგენა და გაფორმება მახასიათებლების დაცვით.

ს.გ.II.1 მოსწავლეს შეუძლია გამოიყენოს სახვითი ხელოვნების რამდენიმე ძირითადი ელემენტი და პრინციპი ნამუშევრის შექმნისას.
ს.გ.II.7 მოსწავლეს შეუძლია წარადგინოს ინდივიდუალური და ჯგუფური ნამუშევრები, გამოთქვას აზრი, შთაბეჭდილებები საკუთარ და თანაკლასელთა ნაშრომებზე.
ს.გ.II.8 მოსწავლეს ესმის და  შეუძლია წარმოაჩინოს, რომ ხელოვნება არის იდეათა გამოხატვის საშუალება.
ს.გ.II.10 მოსწავლე მონაწილეობს სხვადასხვა სახის ღონისძიებებში.

მუს.II.3 მოსწავლეს შეუძლია სიმღერა მარტო და სხვებთან ერთად.
მუს.II.6 მოსწავლეს შეუძლია მონაწილეობის მიღება სხვადასხვა სახის ღონისძიებაში.
მუს.II.8 მოსწავლეს ესმის და შეუძლია წარმოაჩინოს, რომ მუსიკა გრძნობების და განწყობილებების გამოხატვის საშუალებაა.
მუს.II.11 მოსწავლე იცნობს ნასწავლ მუსიკალურ საკრავებს.

მათ.II.8 მოსწავლეს შეუძლია თვისებრივ-რაოდენობრივი ნიშნების გამოყენება ფიგურების აღსაწერად.

ინგლ?
11
პროექტის ხელმძღვანელი (მასწავლებელი):
 მე-2 კლასის დამრიგებელი (დაწყებითი კლასების პედაგოგი)  _ იზო ძოწენიძე
12
ხელმძღვანელის ელ.ფოსტა:
dzotsenidze.iza@gmail.com
13
პროექტის ვებგვერდი /ბლოგი:
izakubaneishvili.blogspot.com
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ფარცხანაყანევის №1 საჯარო სკოლის ვებგვერდი.


         აფიშა       და     მოსაწვევი   ( ფოტოები)







                                პროექტის  ანგარიში
 დასახელება_  საახალწლო სპექტაკლი ,,განძთა კუნძული“
  ხანგრძლივობა_  06.12.2018_27.12.2018
  მიზანი­_ ,,მკითხველთა თეატრის“ მეთოდით საკლასო სპექტაკლის ორგანიზება მოსწავლეებს განუვითარებს გამართული კითხვის, მოსმენისა და მეტყველების, სოციალურ, თანამშრომლობით და ინტერპერსონალურ უნარ-ჩვევებს; როლური თამაშები და სიმულაციები ხელს შეუწყობს ნასწავლის ხანგრძლივ დამახსოვრებას, შემოქმედებითი და საპრეზენტაციო უნარების განვითარებას; გაიზრდება მოსწავლეთა თვითშეფასება, გაუღრმავდებათ კითხვის სიყვარული.
        ამოცანები:
.  მოსწავლეებისთვის ,,მკითხველთა თეატრის“ მეთოდის გაცნობა;
.  გამართული კითხვის ნიმუშის (სპექტაკლის) ჩვენება;
.  სცენარის შერჩევა და როლების განაწილება;
.  ტექსტზე მუშაობა (როლების გათავისება, დახვეწა);
.  მუშაობა რეკვიზიტებზე, დეკორაციებზე, კოსტუმებზე, აფიშასა და მოსაწვევებზე;
.  მუსიკალური გაფორმება;
.  შეფასების კრიტერიუმების შემუშავება;
.  პრეზენტაცია_წარმოდგენა;
.  დისკუსია_ პროექტის შეფასება;
 
     დასკვნა:
   დაწყებითი კლასების მოსწავლეთა გარკვეული ნაწილი ვერ კითხულობს გამართულად(უშეცდომოდ, სათანადო სიჩქარით, გამომეტყველებით). პრობლემის დაძლევის ერთ-ერთი მიზანმიმართული აქტივობა ,,მკითხველთა თეატრია“. ამიტომ აქტუალური გახდა ამ მეთოდის გამოყენებით საკლასო სპექტაკლის ორგანიზება და უმცროსკლასელთათვის გამართული კითხვის ნიმუშის ჩვენება.
   პროექტინიციატივის   განხილვის შემდეგ მოსწავლეები გაეცნენ ,,მკითხველთა თეატრის“ მეთოდს. იგი აერთიანებს თამაშის ბევრ ელემენტს, გულისხმობს მოსწავლეების მიერ ზღაპრის ან მოთხრობის კითხვას როლებში. ამიტომ ისინი ყოველთვის დიდი სურვილითა და ხალისით მონაწილეობენ მასში. ეს არის საშუალება, რომ მოსწავლეებს არაგანზრახ ,,ვაიძულოთ“ ტ,,მკითხველთა თეატრის“ მეთოდით საკლასო სპექტაკლის ორგანიზება მოსწავლეებს განუვითარებს გამართული კითხვის, მოსმენისა და მეტყველების, სოციალურ, თანამშრომლობით და ინტერპერსონალურ უნარ-ჩვევებს; როლური თამაშები და სიმულაციები ხელს შეუწყობს ნასწავლის ხანგრძლივ დამახსოვრებას, შემოქმედებითი და საპრეზენტაციო უნარების განვითარებას; გაიზრდება მოსწავლეთა თვითშეფასება, გაუღრმავდებათ კითხვის სიყვარული.ექსტის რამდენჯერმე წაკითხვა, დასწავლა, მუშაობა მხატვრულ გარდასახვაზე და გამომეტყველებით კითხვაზე.
   მოსწავლეებთან ჩატარდა საუბარი თეატრთან დაკავშირებით ტერმინებზე (პიესა, რეპლიკა, დეკორაცია, რეჟისორი და ა.შ.) და მათ მნიშვნელობაზე. იმსჯელეს რა რეკვიზიტები შეიძლებოდა დასჭირვებოდათ , რომ წარმოდგენა გამხდარიყო უფრო საინტერესო და სანახაობრივი, როგორ დეკორაციებს შექმნიდნენ , რას მოიძიებდნენ შინ, რის დამზადებას შეძლებდნენ დამოუკიდებლად და ა.შ.
   მოსწავლეებმა მასწავლებელთან ერთად  ნახეს  სპექტაკლი თოჯინების თეატრში და მოისმინეს გამართული კითხვის ნიმუში. შემდეგ მოეწყო განხილვა. ისაუბრეს საკუთარ ემოციებზე , შთაბეჭდილებებზე. დაფიქრდნენ იმ ხერხებზე, რომლებსაც იყენებდნენ მსახიობები სათქმელის გამოსახატავად, შეაფასეს მათი გამოსვლა. ეს მათ დაეხმარათ გარკვეული ბარიერებისა და კომპლექსების დაძლევაში. გარდა ამისა მოსწავლეებმა  მასწავლებლისგან მიიღეს კონკრეტული მითითებები, თუ როგორ წარემართათ მუშაობა.  მოსწავლეებთან ერთად მოხდა საახალწლო სპექტაკლისთვის სცენარის შერჩევა. იგი მრავალპერსონაჟიანია და შესაძლებელი გახდა ყველა მოსწავლის ინტეგრირება, რითაც ჯგუფში შევიტანეთ გუნდურობისა და ერთსულოვნების მუხტი. ინდივიდუალური შესაძლებლობლების გათვალისწინებით მოსწავლეებმა მასწავლებლის დახმარებით გაინაწილეს როლები:
       მთავარი მოქმედი გმირი (პატარა ბიჭი) _ გიორგი ფხაკაძე;
       მეკობრეები: სალომე ბილისეიშვილი, მათე ციბაძე და გიორგი ბერაია;
       კუნძულ ,,ჩუნგა-ჩანგას“ ბინადარი  მოცეკვავე გოგონები: ანანო გუბელაძე, სოფო გოდუაძე, ნინო გამეზარდაშვილი, ელენე ნადირაშვილი;
       თოვლის ბაბუა:  გიორგი ნიქაბაძე;
       ზეიმის  მონაწილე ბავშვები:  ანანო გუბელაძე, არიანა კვერნაძე, სოფო გოდუაძე, მათე მამრიკიშვილი, ელენე ნადირაშვილი;
       ზეიმის წამყვანი:  ნინო გამეზარდაშვილი;
       კარატისტი გოგონები: ელენე ნადირაშვილი, არიანა კვერნაძე;
       მოცეკვავეები: სკოლის ცეკვის სტუდიის მოსწავლეები (პროექტში მონაწილე  მოსწავლეები);
    მოსწავლეებმა   სპექტაკლის მუსიკალურად გაფორმებისათვის ისტ-ის გამოყენებით მასწავლებლის მითითებებით მოიძიეს მუსიკალური ნაწარმოებები  და ფოტოსურათები _აფიშის დასამზადებლად. ასევე  შეარჩიეს კოსტუმები, აქსესუარები და მიზანსცენა. მუსიკალური ნომრებში და ქორეოგრაფიაში აქტიურად იყო ჩართული მშობელი შესაბამისი განათლებით. რეპეტიციები ტარდებოდა გაკვეთილების შემდეგ.
   მასწავლებლისა და მოსწავლეების ერთობლივი მუშაობით მოხდა შეფასების რუბრიკების შედგენა და გამოიკრა თვალსაჩინო ადგილას.
    დამზადდა აფიშა, ასევე მოსაწვევები უმცროსკლასელთათვის, მშობლებისა და მასწავლებლებისათვის.
    26 დეკემბერს გაიმართა პროექტის პრეზენტაცია_ წარმოდგენა . სპექტაკლი იყო საინტერესო  და სასიამოვნო. პიესა აღმზრდელობითი ხასიათის, ერთდროულად სახალისოც და დამაფიქრებელიც. მეორეკლასელებმა წარმატებით გაართვეს თავი  ტექსტის მხატვრულ კითხვას; სათანადო ინტონაციით, ჟესტიკულაციით, გამომეტყველებითი კითხვით განიმტკიცეს გამართული კითხვის უნარ-ჩვევები და უმცროსკლასელებს მისცეს შესანიშნავი ნიმუში.
    წარმოდგენის შემდეგ, 27 დეკემბერს,  მოსწავლეებმა შეავსეს შეფასების რუბრიკა. გაიმართა დისკუსია პროექტის სუსტ და ძლიერ მხარეებზე.
  მოსწავლეებმა გაიაზრეს , რამდენად მნიშვნელოვანი იყო თანადგომა  და ურთიერთდახმარების სურვილი წარმატების მიღწევაში; დაეუფლათ წარმატებულობის განცდა და გამოთქვეს აზრი, რომ მკითხველთა თეატრი გახდება მათი საყვარელი საქმიანობა.
  შედეგად, მოსწავლეებს განუვითარდათ გამართული კითხვის, მოსმენისა და მეტყველების, სოციალური და ინტერპერსონალური უნარები; როლურმა თამაშებმა და სიმულაციებმა ხელი შეუწყო ნასწავლის ხანგრძლივ დამახსოვრებას, შემოქმედებითი და საპრეზენტაციო უნარების განვითარებას და რაც მთავარია, მოსწავლეებს გაუღრმავდათ კითხვის სიყვარული და მოემატათ მოტივაცია.
                                                
                                                                                                                 ი. ძოწენიძე









                                              შეფასების   რუბრიკა

კრიტერიუმის ნომერი №
კრიტერიუმი
         I
გასაუმჯობე-სებელია
    II
დამაკმაყოფილე-ბელია
     III
საუკეთესოა
   1
კითხულობს სათანადო ინტონაციით



    2
კითხულობს უშეცდომოდ



   3
კითხულობს სათანადო ტემპით



   4
ყურადღებითაა, ისმენს სხვის წაკითხულს, არ ტოვებს თავის რეპლიკებს.



   5
იყენებს სათანადო ჟესტიკულაციას და მიმიკას.