გავეთილის გეგმები


                                       სსიპ   წყალტუბოს  მუნიციპალიტეტი
                               სოფელ  ფარცხანაყანევის  №1  საჯარო სკოლა
                                    გ ა კ ვ ე თ ი ლ ი ს    გ ე გ მ ა
მასწავლებლის სახელი, გვარი, პირადობის ნომერი
იზო ძოწენიძე,   60001119929
სწავლების საფეხური/კლასი
დაწყებითი/ I კლასი
საგანი
ქართული ენა და ლიტერატურა
მოსწავლეთა რაოდენობა
 

გაკვეთილის თემა:
9;  სსსმ მოსწავლე კლასში არ არის.

  ,,საბრალო  დედაბერი“
 
გაკვეთილის მიზანი:
მოსწავლე შეძლებს:
.  ადეკვატურად აღიქვას მარტივი ინფორმაცია;
.  დაიცავს მართლმეტყველების ელემენტარულ წესებს;
.   წაიკითხავს და გაიგებს მარტივ ტექსტს;
.   დაახასიათებს პერსონაჟებს და შეაფასებს  მათ საქციელს.
გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:
    მიმართულება:     ზეპირმეტყველება
 ქართ.1.1   მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და ადეკვატურად აღიქვას მარტივი ინფორმაცია; შეუძლია სწრაფად რეაგირება ნაცნობ სამეტყველო სიტუაციაში.
     შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
.  ასრულებს მასწავლებლის ზეპირ ინსტრუქციებს;
.  უცნობი სიტყვების მნიშვნელობის დასაზუსტებლად სვამს შეკითხვებს;
.   მონაწილეობს ჯგუფურ აქტივობებში.
  ქართ.1.3.   მოსწავლეს შეუძლია მართლმეტყველების ელემენტარული წესების დაცვა.
     შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე :
.  პაუზით გამოყოფს სიტყვებს ერთმანეთისგან;
.  წინადადების დასრულებას გამოხატავს პაუზით და შესაბამისი ინტონაციით.
  ქართ.1.4.   მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და გაიგოს ნაცნობ თემატიკაზე შექმნილი მცირე ზომის ტექსტები და გამოხატოს თავისი დამოკიდებულება.
  შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
.  მონაწილეობს პერსონაჟის ჯგუფურ დახასიათებაში;
.  აფასებს პერსონაჟს და მის საქციელს.

   მიმართულება:    კითხვა
 ქართ. 1.7.  მოსწავლეს შეუძლია წერილობითი კოდის გაშიფვრა.
  შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე :
.   ხმამაღლა კითხულობს მარტივი წინადადებებით შედგენილ მცირე ზომის ტექსტებს;
.  აგრძელებს სხვის მიერ დაწყებულ კითხვას სათანადო ადგილიდან.
  ქართ. 1.10.  მოსწავლეს გამომუშავებული აქვს წიგნთან მუშაობის საწყისი ჩვევები.
  შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
.  კითხვისას წიგნს დაიკავებს სწორად, სათანადო დისტანციაზე;
.  კითხვისას იყენებს მისთვის ხელსაყრელ ხერხს(მაგალითად, თითს აყოლებს ტექსტს);
.  გაარჩევს ერთმანეთისგან სათაურს, ძირითად ტექსტს და ტექსტის ბოლოს მოცემულ კითხვებს;
.  განარჩევს ერთმანეთისაგან ტექსტის სიტყვიერ და არასიტყვიერ ნაწილებს(ილუსტრაციებს, პირობით ნიშნებს).
 
    მიმართულება:   წერა
  ქართ. 1.13.  მოსწავლეს შეუძლია კარნახით წერა.
  შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
.  იცავს მანძილს ასოებს შორის;
.  დამოუკიდებლად წერს სიტყვებს, რომელთა ორთოგრაფიული ხატი მისთვის ცნობილია.

შეფასება:
განმავითარებელი; ზეპირი კომენტარი; დაკვირვება; შეფასება კრიტერიუმების მიხედვით.

საჭირო რესურსები:
 ,,დედაენის“ სახელმძღვანელო, სავარჯიშოების კრებული, ავტოკალამი, ფერადი და თაბახის ქაღალდები, მაგნიტური დაფა, მაგნიტები, ცარცი, კომპიუტერი, პროექტორი.

                                  გაკვეთილის  მსვლელობა/ მენეჯმენტი
აქტივო-ბის სახელწოდება
აქტივო-ბის  მიზანი
აქტივობის აღწერა
გამოყე-ნებული
მეთოდი/
მეთოდე-ბი
კლასის
ორგანი-ზება
სასწავ-ლო რე-სურსი
დრო
წთ.
1
საორგანი-ზაციო საკითხები
კლასის მობილი-ზება და მზაობა გაკვე-თილი-სათვის
მასწავლებელი წინასწარ შედგენილი გეგმის საფუძველზე მოსწავლეებს აცნობს გაკვეთილის თემასა და მიზანს, აქტივობებს,შეფასების საგანსა და რუბრიკებს.
ვერბა-ლური ახსნა
საუბ-რობს მასწავ-ლებე-ლი, ისმენს კლასი.
საკლა-სო ჟურნა-ლი, ავტოკალამი, შეფასე-ბის რუბრი-კები (იხ, დან. 1) გაკვეთილის გეგმა, თემა და მიზანი.
2 წთ
2
საშინაო დავალების
გამოკით-ხვა; ლექსიკური ერთეულე-ბის გამე-ორება და გამოყენება
მოსწავ-ლსეები შეძლებენ წინარე ცოდნის გააქტიურებას.
მასწავლებელი დასვამს კითხვებს და მოსწავლეები უპასუხებენ. ეს კითხვებია: 1. რას ნიშნავს სიტყვები_ ,,იგავ-არაკი“ და ,,ანდაზა“?  2. რას უწოდებენ ადამიანებს, რომლებიც წერენ იგავ-არაკებსა და მოთხრობებს?  3. რომელი მწერლების იგავ-არაკები და მოთხრობები შეისწავლეთ?
 ამის შემდეგ მასწავლებელი მოსწავლეებს გამოიყვანს სადემონსტრაციო მაგიდასთან და სთხოვ აიღონ გადაბრუნებული ბარათები, რომლებზეც შესწავლილი ნაწარმოებების სათაურებია დაწერილი.(მათი რაოდენობა ზუსტად შეესაბამება მოსწავლეთა რაოდენობას). შემდეგ მოსწავლეები უბრუნდებიან მერხებს და სათითაოდ ამბობენ თავიანთი ნაწარმოების შესაბამის ანდაზას. შეცდომის შემთხვევაში კლასი ერთად ასწორებს პასუხს.
კითხვა-პასუხი;





















მუშაობა ბარათებით;
მთელი კლასი; ინდივიდუალურად;
ფერადი ქაღალ-დებისა-გან დამზა-დებუ-ლი ბარათები, რომ-ლებზეც ნაწარმოებების სათაუ-რები წერია.
(იხ. დან.2)
5 წთ.
3
გაკვეთი-ლის ტექსტის ხმამაღალი კითხვა მასწავლებლის მიერ
.წაკითხულის მოს-მენა და გაგება;
.ლექსიკური ერთეულების ათვისება
. კით-ხვის სტრატე-გიების მოდელი-რება და გამოყენება
მასწავლებელი სვამს კითხვებს:  1.რას გამოხატავს ნაწარმოების სათაური?  2. რითი განასხვავებთ სათაურს ტექსტისაგან?  შემდეგ აუხსნის მოსწავლეებს თუ რა არის ინტონაცია და პაუზა. ხოლო ბოლოს ხმამაღლა კითხულობს  ტექსტს პაუზებით ან პაუზების გარეშე.
კითხვა-პასუხი;









საჩვენებელი(სამოდელო) კითხვა
მასწავ-ლებე-ლი;

მთელი კლასი;
სახელმძღვანე-ლო
4 წთ.
4
სავარჯიშო ,,ააწყვეთ დანაწევრე-ბული ტექსტი.“
მეხსიერების კონცენ-ტრირება; კითხვის ტექნიკის გაწაფვა (სიზუს-ტე, ტემ-პი,ინტო-ნაცია); ტექსტის სტრუქ-ტურის აღქმა; რეფლექ-სია და ტექსტის კრიტიკული შეფასება.
მასწავლებელი დიდფორმატიან ქაღალდებზე დიდი ასოებით დაწერილ ტექსტის ნაწილებს მაგნიტებით მიამაგრებს დაფაზე არეულად და ქვემოთ ცარცით მიაწერს რიცხვებს . ამის შემდეგ მოსწავლეებს  სთხოვს წინასწარ დარიგებულ პატარა ფურცლებზე დაწერონ რიცხვები ისეთი თანმიმდევრობით, რომ იგივე თანმიმდევრობით ტექსტის ნაწილების წაიკითხვის შემდეგ გაკვეთილის ტექსტი მიიღონ. მასწავლებელი მოსწავლეებს უნიშნავს დროს. შემდეგ ჩამოივლის მერხებში და აკვირდება მოსწავლეების მუშაობას. თან აძლევს განმავითარებელ შეფასებას. დროის ამოწურვის შემდეგ, მასწავლებელი პასუხების ფურცელს ართმევს იმ მოსწავლეს, რომელმაც ყველაზე ადრე და სწორად შეასრულა დავალება. დავალების პასუხს დაფაზე დაწერს და მის მიხედვით დანარჩენი მოსწავლეები ამოწმებენ თავიანთ პასუხებს. ბოლოს კი მასწავლებელი იმ მოსწავლეებს აკითხებს ხმამაღლა ტექსტის ნაწილებს, სწორი თანმიმდევრობით, რომლებსაც გაუჭირდათ დავალების შესრულება.
დამოუკიდებელი კითხვა;








ნუმერა-ცია;
ინდივიდუალურად;
დიდი ზომის ქაღალდის ფურც-ლები, პატარა ფურც-ლები (იხ.დან.3)პასუ-ხების-თვის, კალამი, ცარცი, დაფა, მაგნი-ტები.
4 წთ.
5
ფიზიკური აქტივობა
განტვირთვა; განწყობილების ამაღლება
მოსწავლეები მასწავლებლის თხოვნით აკეთებენ ფიზიკურ ვარჯიშებს და თან ამბობენ ლექსს.  (იხ. დან. 4)
ვარჯიში; ლექსის წაკითხვა
მთელი კლასი

1 წთ.
6
ტექსტზე მუშაობა
გაგება-გააზრე-ბის სტრატე-გიებისა (ვარაუ-დების გამოთ-ქმა, წარ-მოსახვა-ში გაცოც-ხლება, შეკითხვების დას-მა, კავში-რების დამყარე-ბა, დასკვნების გამოტა-ნა); მსჯელო-ბა და დისკუსიაში მონაწი-ლეობა; ლექსიკური ერთეუ-ლების ათვისე-ბა;  გრაფიკული სქემების გამოყენება; გაგება-გააზრე-ბის მონიტო-რინგი.
.  მასწავლებელი ახდენს კლასის პროვოცირე-ბას სულხან-საბა ორბელიანის ,,გლახაკი და ქილა ერბოს“ ვიდეოს ჩვენებით, რომელშიც მოსწავლეები მოისმენენ  ზოგიერთ ძველქართულ სიტ-ყვას. მასწავლებელი აუხსნის მათ, რომ თანამედროვე ქართული ძველისაგან განსხვავებულია და შესთავაზებს ერთ დავალებას. კერძოდ, ის დაფაზე გააკრავს დიდი ზომის ქაღალდზე დიდი ასოებით დაბეჭდილ იგივე ნაწარმოების რედაქტირებულ ტექსტს, რომელიც იაკობ გოგებაშვილს ეკუთვნის. ამის შემდეგ მოსწავლეებს წაუკითხავს ამ ტექსტის პირველ აბზაცს(გააყოლებს საჩვენებელ ჯოხს). თან გაახსენებს მოსწავლეებს აბზაცის მნიშვნელობას. მერე კი მოსწავლეებს სთხოვს მის მიერ წაკითხული აბზაცის დახმარებით ვიდეოში მოსმენილი რამდენიმე სიტყვის განმარტებას თანამედ-როვე ქართულით.
. მასწავლებელი ხაზავს დაფაზე ვენის დიაგრამას(იხ.დან.5), აწერს ქვემოთ სიტყვებს :  ,,დედაბერი“  და ,,გლახაკი“, ხოლო მათ ქვემოთ კი _შესაბამისად ფერად ილუსტრაციებს. ამის შემდეგ მოსწავლეებს სთხოვს შეადარონ  ,,საბრალო დედაბრისა“ და ,,გლახაკი და ქილა ერბოს პერსონაჟები. ისინი უკარნახებენ მასწავლებელს მსგავსებასა და განსხვავებას და ეს უკანასკნელი შეავსებს დიაგრამას.
. მოსწავლეები გააკეთებენ დასკვნებს თუ რამ დაღუპა თითოეული მათგანი.
. მოსწავლეები დაასახელებენ პერსონაჟების დამახასიათებელი სიტყვების საპირისპირო და მსგავს სიტყვებს.
პროვოცირება;
 




თემის ვიზუალიზაცია;































კითხვა-პასუხი;







ვენის დიაგრამა





მასწავ-ლებე-ლი;
   




მთელი კლასი;































ინდივიდუალურა(დ;
კომპიუტერი; პროექ-ტორი; დიდი ზომის ქაღალ-დი(იხ.დან.4) ფერადი სურათები;  მაგნიტები; დაფა; ცარცი.
8 წთ.

7
,,საპირისპირო თუ მსგავსი?“
ყურადღე-ბის კონ-ცენტრირე-ბა
მასწავლებელი გააცნობს მოსწავლეებს თამაშის ინსტრუქციას.
შემდეგ ასახელებს სიტყვათა წყვილს და მოსწავლეები ინსტრუქციის შესაბამისად აწევენ ფერად ბარათებს. კერძოდ, საპირისპირო სიტყვების წყვილის შემთხვევაში_წითელ ბარათს, ხოლო მსგავსი წყვილის შემთხვევაში_ყვი-თელს
დიდაქტი-კური თამაში
მასწავ-ლებე-ლი; კლასი.
წითე-ლი და ყვითე-ლი ბარათე-ბი
2წთ
8
,,სიტყვები მაგიდაზე“
ყურადღე-ბის კონცენტრაცია; ნასწავლი მასალის გახსენება.
მასწავლებელი კლასს ყოფს ორ ჯგუფად, რომლებიც  ირჩევენ ლიდერებს. ლიდერები მაგიდიდან აიღებენ სხვადასხვა ფერის კონვერტებს, რომლებშიც მოთავსებული იქნება სიტყვების ბარათები(იხ.დან.6). მასწავლებელი მოსწავლეებს აძლევს ინსტრუქციას და უნიშნავს დროს. მათ სიტყვების ბარათები ისე უნდა მიამაგრონ დაფაზე, რომ ანდაზა მიიღონ. ამის შემდეგ კი ლიდერი  მიღებულ ანდაზას ისრით დააკავშირებს დაფაზე გაკრულ იმ ილუსტრაციასთან, რომელსაც  ის შეესაბამება. ბოლოს კი ჯგუფის რომელიმე წევრი ლიდერის გადაწყვეტილებით წაიკითხავს ანდაზას.
დიდაქტიკური თამაში
ჯგუფური მუშაო-ბა
ფერადი ქარალ-დები სიტყვე-ბის ბა-რათებისთვის; ფერადი მარკერები; მაგ-ნიტები, დაფა, ცარცი
4წთ
9
კარნახით დაწერილი წინადადების ზეპირად განვრცობა
წერის ტექნიკის გაწაფვა; ლექსიკუ-რი მარაგის გამოყენება

მასწავლებელი მოსწავლეებს უკარნახებს ორსიტყვიან წინადადებას და სთხოვს მის სამსიტყვიან წინადადებად გადაკეთებას ზეპრად. მოსწავლეებს იძახებს ხელის აწევით.
კარნახით წერა;
მთელი კლასი;

ინდივიდუალუ-რად
სავარ-ჯიშო რვეუ-ლი; კალამი
3წთ
10












 

11
შეფასება და დავალების მიცემა










დამატებითი     აქტივობა_
გაკვეთილის თემის შესაბამისი ტესტის შესრულება

მოტივა-ცია;
ცოდნის გაღრმავე-ბა









ახალი მასალის განმტკიცება
მასწავლებელი მოსწავლეებს აფასებს შეფასების რუბრიკების საშუალებით და აძლევს საშინაო დავალებას, რომელსაც ჯერ წაიკითხავს, ხოლო შემდეგ დაფის ერთ კუთხეში გააკრავს.


მასწავლებელი მოსწავლეებს ჩამოურიგებს ტესტებს  და სთხოვს მის შესრულებას
ვერბალური ახსნა












ტესტირე-ბა
მასწავლებე-ლი











ინდივიდუალუ-რად
შეფასე-ბის რუბრი-კები; დავლე-ბის ფურცე-ლი (იხ.  დან.8); დაფა; მაგნიტი


ტესტის ფურც-ლები (იხ.დან.7)
2წთ













3წთ

                                 დან. 1       შ ე ფ ა ს ე ბ ი ს    რ უ ბ რ ი კ ე ბ ი:
1.        გაკვეთილზე  ჩართულობა
გასაუმჯობესებელია
 კარგია
საუკეთესოა
უჭირს მართლმეტყველე-ბა. სწორი პასუხების გასაცემად მეტი ყურადრების გამოჩენასა და ბევრ მუშაობას საჭიროებს.  უჭირს სათანადო დასკვნების გაკეთება.
კარგად შეუძლია მართლმეტყველების გამოყენება კონკრეტული დავალებების შესასრულებლ;ად. თითქმის ყველა კითხვას პასუხობს, მაგრამ უჭირს დასკვნების გამოტანა.
საუკეთესოდ იყენებს მართლმეტყველებას კონკრეტული დავალებების შესასრულებლად. ყველა კითხვას ამომწურავად პასუხობს და გამოაქვს სათანადო დასკვნები.

2.     ჯგუფური მუშაობის შეფასების რუბრიკა
კრიტერიუმები
ჯგუფის მუშაობის წარუმატებლობა
ჯგუფის მუშა-ობა დამაკმაყო-ფილებელია
ჯგუფის მუშაობა წარმატე-ბულია
ჯგუფის წევრე-ბის ჩართულო-ბა მუშაობაში
ყველა წევრი არ არის ჩართული.
უმრავლესობა ჩართულია.
ყველა ჩართულია.
ურთიერთმოსმენი-სა და აზრის გაზიარების უნარი
კამათობენ, არ უსმენენ ერთმანეთს და არის ხმაური, არ იზიარებენ ერთმანეთის აზრს.
ხმაურობენ, ნაკლებად იზიარებენ ერთმანეთის აზრს.
უსმენენ ერთმანეთს და იზიარებენ ერთმანეთის აზრს.
ინსტრუქციის მიხედვით მუშაობა
ზუსტად ვერ მიჰყვებიან ინსტრუქციას.
ნაწილობრივ მიჰყვებიან ინსტრუქციას.
მუშაობენ ინსტრუქციის მიხედვით.
დროის ლიმიტის დაცვა
ვერ ეტევიან დროში.
უმნიშვნელოდ გააცდინეს დრო.
დაიცვეს დროის ლიმიტი.
   
        დან. 2     შესწავლილი ნაწარმოებების სათაურები :
1.    ,,მწყერი და ღამურა“
2.    ,,კატა და ძეხვები“
3.    ,,კოღო და ლომი“
4.    ,,ფუტკარი და მტრედი“
5.    ,,ირემი“
6.    ,,ქორი და იხვი“
7.    ,,კუდა ხარი და ბუზები“
8.    ,,ჭიანჭველა და ფუტკარი“
9.    ,,ორი ირემი“


დან. 3.  ტექსტის სათაური და დიდი ასოებით დაწერილი ტექსტის   
ნაწილები
  სათაური  _  საბრალო  დედაბერი

1.    იფიქრა, მოდი, მეტ საკენკს დავუყრი და უფრო ბევრ კვერცხს დამიდებსო.
2.    უნდოდა , რომ ქათამს დღეში ორი-სამი კვერცხი დაედო.
3.    ასეც მოიქცა; მაგრამ ქათამი მეტისმეტად გასუქდა და ერთი კვერცხიც აღარ დადო.
4.    იყო ერთი მარტოხელა დედაბერი. საბრალოს ერთი ქათამი ჰყავდა. ყოველდღე თითო კვერცხს უდებდა, მაგრამ ეცოტავებოდა.

  
დან. 4.     ღარიბი  და   ქილა   ერბო
   ერთხელ ღარიბმა კაცმა ერთი ქილა ერბო იპოვა. ტარში ჯოხი გაუყარა, მხარზე გაიდო და გაუდგა გზას. თან ოცნებობდა:
  _ ღმერთმა ჩემი გამდიდრება მოინდომა. ამ ერბოს გავყიდი და წიწილებს ვიყიდი. წიწილებს დავზრდი, დავასუქებ, ძვირად გავყიდი და გოჭებს ვიყიდი. გოჭებსაც დავზრდი, დავასუქებ, ძვირად გავყიდი და ხბოებს ვიყიდი. ხბოებს დავზრდი, მიწას მოვხნავ, დავთესავ, მოსავალს ავიღებ და ავშენდებიო.
    ისე გაერთო ფიქრში, რომ საქონელს შეუძახა კიდეც:
 _აცე, ხარო, რაღას უცდიო! _და ჯოხი მოიქნია. ჯოხის მოქნევა და ქილის გატეხვა ერთი იყო. ასე დარჩა გლეხი ცარიელ-ტარიელი.
                                                                                     ი. გოგებაშვილი


                   დან.  5        ვენის  დიაგრამა

              

                                     
                                                 
                                                  

                                    დედაბერი                გლახაკი
                დან.  6        სიტყვების      ბარათები

        I     ჯგუფი                                                              II     ჯგუფი
    ბევრის
      კაცი
    მდომმა
      ბჭობდა
    ცოტაც
      ღმერთი
    დაკარგაო
      იცინოდაო
              
     
                       დან.  7           ტ ე ს ტ ი
1.    რა ჰყავდა დედაბერს?
ა)   თხა;              ბ)   ქათამი;             გ)  ძროხა.
2.     ყოველდღე რამდენ კვერცხს უდებდა ქათამი?
ა).  ორს;             ბ)   არც ერთს;        გ)    ერთს.
3.      რა უნდოდა დედაბერს?
ა). ქათმის დაკვლა;
). ქათმისათვის საბუდრის გაკეთება;
გ). ქათამს დღეში ორი-სამი კვერცხი დაედო.
4.     გასუქებულმა ქათამმა :
ა).  დაიწყო ბევრი კვერცხის დადება;
ბ).  შეძლო ოქროს კვერცხის დადება;
გ). შეწყვიტა კვერცხის დადება.
5.     დედაბრის რომელმა თვისებამ გამოიწვია ეს შედეგი?
ა)   სიკეთემ;        ბ).   სიხარბემ;       გ). წინდახედულობამ.
 
დან.   8    საშინაო   დავალების ფურცელი

1.    ტექსტი  ,,საბრალო დედაბერი“  თხრობით.
2.    გაკვეთილზე შედგენილი ანდაზები დაწერად.
ა) ბევრის მდომმა ცოტაც დაკარგაო.                                                           ბ) კაცი ბჭობდა, ღმერთი იცინოდაო.
                

               


სამოდელო გაკვეთილი მათემატიკაში
 https://drive.google.com/drive/my-drive




სამოდელო გაკვეთილი მათემატიკაში
                                                    გაკვეთილის რეფლექსია

   2019 წლის 10 ივნისს, მეორე კლასში ჩავატარე სამოდელო გაკვეთილი მათემატიკაში. გაკვეთილი იყო ინტეგრირებული ტიპის. ინტეგრირებული საგნები იყო: მათემატიკა და ფიზიკური აღზრდა.
   გაკვეთილის მიზნები იყო მოსწავლეების მიერ ფიგურების იდენტიფიცირება, კლასიფიკაცია,  მათი ზომების დადგენა და გეომეტრიული წარმოდგენების დახვეწა.
  გაკვეთილის მიზნები სრულად იქნა მიღწეული. მოსწავლეებმა შეძლეს ჩემ მიერ დაგეგმილი შედეგების რეალიზება.
   მინდა გამოვყო გაკვეთილის ძლიერი მხარე. გაკვეთილი საკმაოდ აქტიურად წარიმართა, რასაც ხელი შეუწყო ჩემ მიერ დაგეგმილმა მრავალფეროვანმა აქტივობებმა. მოსწავლეები განსაკუთრებული ხალისით ჩაერთნენ მეორე, მეშვიდე, მერვე და მეცხრე აქტივობებში. მეორე აქტივობა იყო სამოტივაციო და ერქვა: ,,მატემატიკური პოეზიის ტური“, რომელიც წყვილებში წავრმართე. წყვილი კითხულობდა  ერთსტროფიან ლექსს და  კლასის დანარჩენ მოსწავლეებთან ერთად  გამოტოვებულ ადგილას ასახელებდენ საჭირო გეომეტრიულ ფიგურას. ამ აქტივობისთვის გამოვიყენე პროგრამა ,, toondoo-ში ჩემ მიერ დამზადებული რესურსის ბეჭვდითი ვარიანტი, რომლემაც დიდი დაინტერესება გამოიწვია მოსწავლეებში.  მოსწავლეებმა ამ აქტივობის შემდეგ თვითონ გამოიცნეს გაკვეთილის თემის სათაური.
  რაც შეეხება დანარჩენ აქტივობებს, ისინი წარიმართა სკოლის ეზოში, სადაც შესანიშნავად შეძლეს ცოდნის გამოყენება გაშლილ სივრცეში. მოსწავლეთა უმრავლეოსობა უპრობლემოდ ამოიცნობდა და განასხვავებდა გეომეტრიულ ობიექტებს. ადარებდა მათ რაიმე თვისების მიხედვით. მოსწავლეებს ვაკვირდებოდი და ვაკეთებდი ჩანიშვნებს, ვაძლევდი განმავითარებელ შეფასებებს.
    გაკვეთილის გეგმაში არაფერი შემიცვლია, თუმცა ჩემ მიერ აქტივობებისთვის გამოყოფილი დრო ზედმეტი აღმოჩნდა. დიდი მზაობის გამო, მოსწავლეები ნავარაუდევ დროზე ნაკლებს ხარჯავდნენ დავალებების შესასრულებლად, რამაც დაბნეულობა გამოიწვია ჩემში. თუმცა დროულად მოვბილიზდი და  გადავწყვიტე დამატებითი აქტივობის გამოყენება და მისი ხანგრძლივობის გაზრდაც. ამისათვის იქვე მოვიფიქრე იმ დავალებაში მოცემული წინადადებების მსგავსი წინადადებები. ეს საკითხი ჩემი გაკვეთილის ხარვეზად მივიჩნიე.

    სხვა დროს რომ ჩავატარო მსგავსი გაკვეთილი, ცხადია გავითვალისწინებ ამ გაკვეთილის გამოცდილებას. დიდ ყურადრებას მივაქცევ აქტივობებისთვის გამოყოფილ  დროს და ერთზე მეტ დამატებით აქტივობას შევიტან გაკვეთილის გეგმაში.  


სსიპ  წყალტუბოს  მუნიციპალიტეტის     სოფელ  ფარცხანაყანევის                                № 1 საჯარო


                                გ ა კ ვ ე თ ი ლ ი ს      გ ე გ მ ა
მასწავლებლის სახელი, გვარი, პ.ნ.
იზო  ძოწენიძე,   60001119929
სწავლების საფეხური
დაწყებითი/ II კლასი
საგანი
ქართული ენა და ლიტერატურა
მოსწავლეთა რაოდენობა
11;  სსსმ მოსწავლე კლასში არ არის.
გაკვეთილის თემა:
,,ზაზა და ღრუტუნა“

გაკვეთილის მიზანი:
ტექსტში მოცემული ინფორმაციის საფუზველზე გამოკვეთონ ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენები, გამოიტანონ დასკვნები მათი მიზეზებისა და შესაძლო შედეგების შესახებ; გამოკვეთონ ტექსტის ძირითადი აზრი.
გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:
   მიმართულება:  ზ ე პ ი რ მ ე ტ ყ ვ ე ლ ე ბ ა
    ქართ. II.2.  მოსწავლეს შეუძლია მოისმინოს და გაიგოს ნაცნობ თემატიკაზე შექმნილი მცირე ზომის სხვადასხვა სახის ტექსტები და გამოხატოს თავისი დამოკიდებულება.
   შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
.   ილუსტრაციების მიხედვით გამოთქვამს ვარაუდს ტექსტის შესაძლო შინაარსის შესახებ.
.   ტექსტზე დაფუძნებით ახასიათებს პერსონაჟებს, გამოხატავს საკუთარ დამოკიდებულებას პერსონაჟისა და მისი მოქმედების მიმართ.
.   გამოხატავს კონკრეტული პერსონაჟის ქმედებით აღძრულ ემოციებს(მაგ.; გამაკვირვა, შემეცოდა და ა.შ.)
.   ქმნის ტექსტის ცალკეული ეპიზოდების ილუსტრაციებს, ასათაურებს და გადმოსცემს მათ შინაარსს.
  ქართ.II.3. მოსწავლეს შეუძლია აქტიური ლექსიკისა და ძირითადი ენობრივი ფორმების მეტყველებაში გამოყენება.
  შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
  .  აღწერს და ახასიათებს ნაცნობ საგანს თვალსაჩინო ნიშნების  მიხედვით;
  .  განარჩევს წინადადების მოდალობებს(თხრობას, კითხვას, თხოვნას, ნატვრას, ბრძანებას) და წარმოთქვამს მათ შესაბამისი ინტონაციით;
  .  ამბის გადმოცემისას იყენებს მართებულ სიტყვათა ფორმებს და მარტივ წინადადებებს.
 

 მიმართულება:  კ ი თ ხ ვ ა
       ქართ.II.4. მოსწავლეს შეუძლია წერილობითი კოდის გაშიფვრა.
     შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
   .  ხმამაღლა კითხულობს მარტივი წინადადებებით შედგენილ მცირე ზომის ტექსტებს; ცდილობს დაიცვას პაუზა სასვენ ნიშნებთან.
   .  აგრძელებს სხვის მიერ დაწყებულ კითხვას.
   .  პოულობს და კითხულობს ტექსტში მასწავლებლის მიერ მითითებულ ადგილებს.
     ქართ.II.8.  მოსწავლეს შეუძლია მოსმენილი/წაკითხული ტექსტი ან ტექსტის ცალკეული ფრაგმენტი გარდაქმნას აზრობრივ ნახატად.
  შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
.   ქმნის წაკითხული/მოსმენილი ტექსტის ან მისი ფრაგმენტის სიუჟეტურ ნახატს.
.   ირჩევს პერსონაჟს/რომელიმე მოქმედების  ადგილს და ქმნის ნახატს საკუთარი ინტერპრეტაციით, ფანტაზიით.

  მიმართულება:   წ ე რა
  ქართ.II.11. მოსწავლეს შეუძლია მცირე მოცულობის ტექსტების დამოუკიდებლად შედგენა ნაცნობი ლექსიკის გამოყენებით.
 შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
 .  წერს და ასათაურებს მცირე ზომის მარტივ ტექსტს.
 .  ახასიათებს მისთვის ნაცნობ საგნებს და ადამიანებს.


                                      გაკვეთილის  მსვლელობა
აქტივობის
სახელწო-
დება
აქტივობის მიზანი
აქტივობის აღწერა
გამოყე-
ნებული მეთოდი/
მეთოდები
კლასის ორგანი-
ზების
ფორმა
სას-
წავლო
რესურ-
სი

1
საორგანი-
ზაციო საკითხები
კლასის მობი-
ლიზება გაკვეთი-
ლისთვის
მასწავლებელი წინასწარ შედგენილი გეგმის საფუძველზე მოსწავლეებს აცნობს ფლიფჩარტზე დაწერილ გაკვეთილის თემასა და მიზანს, აქტივობებს, შეფასების საგანსა და რუბრიკებს, რომლებიც წინასწარ ექნება გაკრული თვალსაჩინო ადგილას.
ვერბალუ-რი ახსნა
 მასწავ-ლებელი,
მთელი
კლასი

საკლასო
ჟურნა-
ლი, ფლიფ-
ჩარტი, შეფასების რუბრიკე-
ბი
2
წთ
2
საშინაო
დავალე-
ბის ანალი-
ზი
წინარე
ცოდნის
გააქტიურე-
ბა
მასწავლებელი
ახდენს padlet.com პროგრამით გაგზავნილი
საშინაო დავალების ანალიზს სიტყვიერად და თითოეულ მოსწავლეს ურიგებს განმავითარებელი კომენტარების ფურცლებს.
ვერბალური ახსნა
საერთო
საკლასო
კომპი-
უტერული
პროგრამა
Padlet.com
თაბახის
ფურცლე-
ბი
2
წთ
3
დავალების მიცემა
საზიარო დაფით
მოტივა-
ციის ამაღლება

მასწავლებელი მოსწავლეებს საზიარო დაფაზე უგზავნის შეკითხვას და მოსწავლეებიც აგზავნიან პასუხებს. შეუძლიათ სახელი არც მიუთითონ. (დან.1)მასწავლებელი მოკლედ ახდენს ანალიზს.
გონებრივი
იერიში
ინდივი-
დუალუ-
რი
კომპიუ-
ტერები. პროგრამა
padlet.com
4
წთ
4
წინარე  ცოდნის
გამეორება
წინარე ცოდნის გამოყენება ახალ მასა-
ლაში
მასწავლებელი პროექტორით
აშუქებს რამდენიმე
კითხვას, რომლებზეც
პასუხობენ მოსწავლეები.
(დან.2)
კითხვა-პასუხი;
გონებრივი იერიში
მასწავ-ლებელი;
მთელი
კლასი

კომპიუ-
ტერი;
პროექტო-
რი; ტექსტი ,,ზაზა და ღრუტუ-
ნა“ სკოლის სახელ-
მზღვანელოდან.

3
წთ
5
ტექსტის მოსმენა და ამის შემდეგ ვიქტორინა
სხვის მიერ ხმამაღლა წაკთხული ტექსტის გაგება-გააზრების უნარის შემოწმება
მასწავლებელი ხმამაღლა უკითხავს მოსწავლეებს სახელმძღვანელოდან ტექსტს და ამის შემდეგ წინასწარ ჩართული კომპიტერებით სთხოვს მათ მის მიერ შექმნილი რესურსის ,,ვიქტორინა“ გამოყენებას. ბოლოს აფასებს აქტივობას განმავითარებელი კომენტარით.
გონებრივი
იერიში
მასწავლებელი;
ინდივიდუალური.
კომპიუტერი; ტექსტი სახელმზღვანელოდან;
პროგრამა learningApps.
4
წთ
6
ხმამაღალი კითხვა
კითხვის
სტრატეგიების დაუფლება;
სმენითი და
ენობრივი
ორიენტაციის გამომუშავება.
მასწავლებელი და ბავშვები ერთმანეთს ენაცვლებიან კითხვისას. პირველად კითხულობს უფროსი და აჩვენებს მაგალითს. შემდეგ კი აგრძელებენ  მოსწავლეები უფროსის დახმარებით. მასწავლებელი თან აყოლებს კედელზე პროექტორით გაშუქებულ ტექსტს საჩვენებელ ჯოხს. მასწავლებელი აკეთებს განმავითარებელ კომენტარებს.
მინიშნების სტრატეგიები
მასწავლებელი; მტელი კლასი
საჩვენებელი ჯოხი, კომპიუტერი; პროექტორი.
7
წთ
7
კომიქსის ჩვენება, რომლის სიუჟეტები უნდა დანომრონ მოსწავლეებმა თანმიმდევრობით და დაასათაურონ .
კრიტიკული აზროვნების და მხედველობითი უნარების განვითარება; კით-ხვის უნარის გამოყენება
პროგრამis padlet.com გამოყენებით მასწავლებელი მოსწავლეებს უჩვენებს თავის შექმნილ კომიქსს, რომელშიც სიუჟეტები არეულია. ამის შემდეგ კლასს ყოფს წყვილებად და აძლევს ზეპირ ინსტრუქციას. ასევე ურიგებს ბარათებს პასუხების  ჩასაწერად და  უნიშნავს  დროს. ბოლოს კი ამოწმებს შედეგებს და აკეთებს განმავითარებელკომენტარებს
წარმოსახვა/ვიზუა-
ლიზება;
დროის ღერძი
წყვილებში
მუშაობა
პროექტორი;
კომპიუტერი; ბარათები;
პროგრამა padlet.com
7
წთ

8
ჯგუფური მუშაობა
შემოქმედებითი და კრიტიკული
უნარის განვითარება; გაკვეთილი თემის გაგება-გააზრება
მასწავლებელი კლასს ჰყოფს სამ ჯგუფად. ჯგუფები ირჩევენ ლიდერებს. ამის შემდეგ მასწავლებელი არევს სამ კონვერტს და ლიდერები ირჩევენ თითო-თითოს. კონვერტებში ჩადებულია დავალებები.    (დან 3)
ბოლოს ლიდერები ახდენენ  შესრულებული სამუშაოების პრეზენტაციებს.
,,პერსონაჟის რუკა“;
,,პერსონაჟის მოქმედებები“;
,,თავიდან-მერე-ბოლოს“
ჯგუფური მუშაობა
თაბახის ფურცლები; საწერი კალმები;
ფერადი ქარალდები
8
წთ

9
საშინაო დავალების მიცემა
დამოუკი-
დებელი აზროვნებისა და შემოქმედები უნარის განვი-
თარება; ლექსიკური
მარაგის გამდიდრება და წერითი კულტურის განვითარება.
მასწავლებელი მოსწავლეებს ავალებს: 1.ტექსტის რომელიმე ერთი ნაწილის მიხედვით ჩანახატების გაკეთებას და შესაბამისი მარტივი  წინადადებების შედგენას.
2. padlet.com პროგრამით გაგზავნილი ორი ანდაზის რვეულებში გადაწერას და მათ სწავლას. (დან 4)
3. ტექსი ,,ზაზა და ღრუტუნა“ _კითხვით (დან.5)
ვერბალ-რი  ახსნა


მასწავ-
ლებელი
პროგრამა
Padlet.com
2
წთ

  შეფასების საგანი ( კრიტერიუმები)
შეფასება  ზეპირმეტყველებაში
მოსწავლეს შეუძლია
კარგად
საშუალოდ
ჯერჯერობით უჭირს
მეტყველებისას გამოიყენოს წინადადების მოდალობები და გადმოსცეს შესაბამისი ინტონაციით



მკაფიოდ გამოთქვას ბგერები სიტყვაში



პაუზით გამოყოს სიტყვები ერთმანეთისგან



დასვას/უპასუხოს შეკითხვებს მოსმენილ ტექსტთან  დაკავშირებით.




 შეფასება კითხვაში:
შეუძლია
კარგად
საშუალოდ
ჯერჯერობით უჭირს
გააგრზელოს სხვის მიერ დაწყებული კითხვა სათანადო ადგილიდან



დამოუკიდებლად გაიგოს სავარჯისოს პირობა



ტექსტიდან ამოკრიბოს კონკრეტული ინფორმაცია და შექმნას ცალკეული ეპიზოდების ილუსტრაციები.



   
             განმავითარებელი კომენტარის შეფასების რუბრიკა.
დამაკმაყოფილებელი
ხანდახან დამოუკიდებლად ვერ ართმევს თავს მასწავლებლის მითითებებს., იჩენს ინიციატივას, თუმცა გაუგებრად აფიქსირებს საკუთარ აზრს, არასრულყოფილად ასრულებს მოცემულ დავალებას, თუმცა ამჟღავნებს მონდომებას ცოდნის მიღებისათვის და პოზიტიურად არის განწყობილი სწავლისადმი. მოწესრიგებულია და დისციპლინირებული.
კარგი
გონივრულად შეუძლია მუშაობა, დამოუკიდებლად და ხარისხიანად ასრულებს ყველა დავალებას. კონტაქტურია, აქვს საკუთარი პოზიციის გამოხატვისა და სხვისი აზრის მოსმენის უნარი. პასუხისმგებელია სამუსაოს ხარისხზე. აქვს ლიდერის თვისებები. ეხმარება კლასელებს სამუშაოს შესრულებაში. შეუძლია ემოციების მართვა. მოწესრიგებულია და დისციპლინირებული.

            დან.1
   ორი-სამი წინადადებით გადმოეცი რით  განსხვავდება  სოფელი ქალაქისაგან?
            დან.2
1.       თქვენი აზრით რაზე იქნება დღევანდელი ტექსტი?
2.      რით განსხვავდება სათაური ტექსტისაგან?
3.       რა არის ინტონაცია და პაუზა?

დან. 3
ჯგუფური მუშაობის დავალებების სქემები
  I ჯგუფი
  პერსონაჟის მოქმედებები
    რას აკეთებს? როგორ იქცევა?

რას აკეთებს? როგორ იქცევა?

პერსონაჟის  გრძნობები . რას გრძნობს? რას განიცდის?

 რასდ


რას გ
 


რას



პერსონაჟის მიზნები

პერსონაჟის ფიქრები.
      

     II ჯგუფი
 ტექსტისა და კონფლიქტის ანალიზი
1.      რა იყო მთავარი  პრობლემა ამ მოთხრობაში?
2.       რის მიღწევა უნდოდა მთავარ პერსონაჟს?
3.       როგორ გადაწყდა პრობლემა?
    III  ჯგუფი
 თავიდან_მერე_ ბოლოს
    ტექსტის სათაური:   ზაზა და ღრუტუნა
1.      რა მოხდა დასაწყისში?
2.       რა მოხდა შუა  ნაწილში?
3.      რა მოხდა ბოლოს


 რესურსის  ,,ვიქტორინა“  ტესტი
1.      რა აჩუქა პაპამ შვილიშვილს?
ა. კნუტი;  ბ. კვიცი;   გ.  ლეკვი;   დ. გოჭი
2.       რა ერქვა ბიჭს, რომელსაც პაპამ გოჭი აჩუქა?
ა. ზურა;   ბ. დათო;    გ. ზვიადი;    დ. ზაზა
3.       რა ერქვა გოჭს მოთხრობაში?
ა.  მაგარა;   ბ. მცივანა;   გ. რრუტუნა;    დ. ჭყვიტინა
4.      რომელ სართულზე  ცხოვრობდა ზაზა?
ა.  მეცხრეზე;    ბ. მეხუთეზე;   გ. მეთექვსმეტეზე; დ. მეათეზე
5.      რომელ ოთახში აღმოჩნდა ღრუტუნა სულ ბოლოს, სადაც მარცხი განიცადა?
ა. სასადილოში; ბ. აბაზანაში;  გ. სამზარეულოში; დ. საძინებელში.
6.      რატომ დააბრუნა ზაზამ ღრუტუნა სოფელში?
ა. რადგან გაუჭირდა მისი შენახვა; ბ. რადგან თავი მოაბეზრა;  გ. რადგან მშობლებმა აუკრძალეს გოწის ყოლა საერთო ბინაში;

დ. რადგან გოჭი შეეცოდა. 


პრობლემაზე  ორიენტირებული  სამოდელო  გაკვეთილის
                                             გ ე გ მ ა
საგანი:      ბუნებისმეტყველება
მასწავლებელი:      იზო  ძოწენიძე
სწავლების  საფეხური/კლასი:   დაწყებითი/ II
მოსწავლეთა  რაოდენობა:  11
თ ე მ ა :   ,,დედამიწავ,  ჩვენ ერთმანეთს  ვჭირდებით!“
მ ი ზ ა ნ ი :  მოსწავლე შეძლებს:  ბუნებაში  ადამიანის  უხეში  ჩარევით  გამოწვეული  უარყოფითი  შედეგების შეფასებას  და მათი  თავიდან  აცილების  გზების  დასახვას.

N
აქტივობის  აღწერა
გამოყენებული
მეთოდი/
მეთოდები
კლასის ორგანი-ზების
ფორმა
სასწავლო
რესურსი
დრო
1
საორგანიზაციო საკითხები. მასწავლებელი მოსწავლეებს აცნობს გაკვეთილის თემას, მიზანსა და შეფასების რუბრიკებს.(დანართი1)
ვერბა-ლური ახსნა
მასწავ-ლებე-ლი
კალამი; ფლიპჩარტი;
შეფასების რუბრიკები.
2 წთ
2
მოტივაციის ასამაღლებ-ლად მასწავლებელი მოსწავლეებს აჩვენებს ვიდეოდან ნაწყვეტს და თან დაფაზე გაუკრავს  ფლიფჩარტს ვიდეოში გაჟღერებული სიმღერის ტექსტით. (დანართი2)
ვიზუა-ლიზა-
ცია; კითხვა;
მთელი კლასი
კომპიუტე-
რი; პროექტორი; დაფა; ფლიპჩარტი;
პაატა ტეტუნაშვილის
 ,,გამარჯობა დედამიწა!“
2 წთ.
3
წინარე ცოდნის გააქტიურების მიზნით მასწავლებელი ჩართავს ვიდეოკლიპს_ ,,ლამაზი დედამიწა“და მოსწავლეებს თხოვს დაიმახსოვრონ ის ცოცხალი და არაცოცხალი სხეულები, რომლებიც დაინახეს. ასევე_ხმელეთის და წყლის ობიექტები. ვიდეოს  დასრულების შემდეგ კი  მოსწავლეები  სათითაოდ ასახელებენ    ერთ ობიექტს(მასწავლებლის კითხვების მიხედვით).
ვიზუა-ლიზა-
ცია; ვერბალური .
ინდივიდუ-
ალური
კომპიუტერი;  პროექტო-
რი;
https://www.youtube.com/watch?v=kTL3fxPSm_w&feature=share _,,ლამაზი ბუნება“;
ფერადი ქაღალდები;
კალამი.
4წთ.
4
მასწავლებელი სვამს კითხვებს: 1) რა განწყობილება დაგეუფლათ წინა ვიდეოების ნახვის შემდეგ და რატომ? თან თხოვს ასწიონ ,,მოწონების“ ან ,,არმოწონების“ გამომხატველი ბარათები.
2) როგორია ჩვენი პლანეტა ვიდეოების მიხედვით?
მასწავლებელი მოსწავლეთა პასუხების მიხედვით ადგენს ასოციაციის რუკას.
კითხვა-პასუხი;
ასოციაციის რუკა.
მტელი კლასი;
ინდივიდუ-ალური;
დაფა; ცარცი.
3
წთ
5
მასწავლებელი ისევ სვამს კითხვებს: 1) როგორ ფიქრობთ, ეს სილამაზე მარადიულია? 2) რამ შეიძლება შეცვალოს დედამიწის ბუნება? პასუხების გაცემის შემდეგ კი უჩვენებს რადიკალურად განსხვავებული ვიდეოდან ნაწყვეტს და დასრულების შემდეგ ისევ სვამს კითხვებს: 1) ახლა რა განწყობილება შეგექმნათ? აქაც ასწევენ შესაბამის ბარათებს. 2) როგორ ფიქრობთ, რამ გამოიწვია გარემოს ასე დაბინძურება და გაჩანაგება? 3) რომელ ვიდეოში იყო ცოცხალი ორგანიზმები-სათვის ხელსაყრელი საარსებო გარემო და რატომ? მასწავლებელი ისევ ადგენს ასოცაციის რუკას . და მოსწავლეები ადარებენ  პირველს.  
გონებრივი იერიში; კითხვა-პასუხი; ვიზუალიზა-
ცია; ასოციაციის რუკა.
მთელი კლასი
კომპიუტერი; პროექტორი; ვიდეო სახელწოდებით ,,დედამიწის დღე“ https://www.youtube.com/watch?v=4-M8it5e6Ms&feature=share; დაფა; ცარცი
5
წთ
6
მასწავლებელი შეადგენს სქემას, სადაც ჩაწერს მოსწავლეების პასუხებს_ ადამიანის ბუნებაში ჩარევის შედეგად წარმოქმნილ პრობლემებს, მათ გამომწვევ მიზეზებს , შედეგებს და მათი გადაჭრის ან თავიდან აცილების გზებს. შეახსენებს ბუკიდან ,,წყლის ბრუნვას ბუნებაში“ და დაფაზე გაუკრავს მის შესაბამის ნახატს.  ბოლოს კი მოსწავლეები სადემონსტრაციო მაგიდიდან სათითაოდ იღებენ ფერად ფოტოებს და მაგნიტით მიამაგრებენ სქემის იმ განყოფილებას-თან, რომელსაც შეესაბამება ეს ფოტოსურათე-ბი.
გონებრი-ვი იერიში; სქემა
მთელი კლასი
დაფა; ცარცი; დიდი ზომის ქაღალდი; ფერადი მარკერები.
7
წთ
7





















































მასწავლებელი კლასს ყოფს სამ   ჯგუფად შემთხვევითო-ბის პრინციპით (მაგიდიდან იღებენ ბარათებს, რომლებზედაც აწერია ჯგუფის ნომრები: I, II და III) ჯგუფები ირჩევენ ლიდერებს, რომლებიც მასწავლებლის მაგიდიდან აიღებენ კონვერტებს, რომლებშიც სიუჟეტური ნახატებია. მასწავლებელი გააცნობს ჯგუფებს დავალებას. წითელი ფანქრით უნდა შემოხაზონ ის ადგილი, სადაც ჩანს რომ გარემოს ზიანს აყენებენ. ხოლო მწვანე ფანქრით კი_ ის ადგილი, სადაც რაიმე პრობლემის გადაჭრის გზაა ნაჩვენები. თან უნდა  დააკრან შესაბამისი  ემოციის გამომხატველი ,,ღიმილები“. მოსწავლეებს ეძლევათ დრო და ბოლოს ლიდერები აკეთებენ პრეზენტაციებს.
ჯგუფური მუშაობა
ჯგუფები
სიუჟეტური ნახატები; 
წებოვანი
,,ღიმილები“
7
წთ
8
მასწავლებელი აკეთებს თემის შეჯამებას პრეზენტაციის სახით
ვიზუალიზა-ცია; ვერბა-ლური.

4
წთ
9
მოსწავლეები აკეთებენ რეფლექსიას.   1) ისინი მასწავლებლის მიერ წინასწარ დახატულ წარმატების ხეზე მიაკრავენ სხვადასხვა ფერის ფოთლებს. (მწვანე ფოთოლს_მაშინ, თუ ყველაფერი სწორად გაიგეს; ყვითელ ფოთოლს_თუ სირთულეები შეექმნათ; ხოლო წითელს_თუ ბევრი შეცდომა დაუშვეს.  2) მასწავლებელი მოსწავლეებს თხოვს დაასრულონ წინადადება ერთი სიტყვით: ,,დღევანდელი გაკვეთილი.............. .“
ვიზუალიზაცია; ვერბალური.
ინდივიდუ-
ალური; მთელი კლასი

სამი სხვადასხვა ფერის წებოვანი ბარათები
2
წთ
10
შეფასება
ვერბალური
ახსნა
ჯგუფუ-რი;
ინდივი-დუალუ-რი
შეფასების
რუბრიკები; დაფა.
2 წთ
11
საშინაო დავალება. მასწავლებელი ჩართავს ერთწუთიან ვიდეორგოლს და მოსწავლეებს თხოვს მოკლედ დაწერონ ვიდეოში ნაჩვენები პრობლემა და მისი გადაჭრის გზები;
ვიზუალი-
ზაცია; ვერბალური
ახსნა.
მთელი კლასი
კომპიუტერი;
პროექტორი;
ვიდეორგოლი

https://www.youtube.com/watch?v=BPvkdp3YJtY
2 წთ.



            გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:
ბუნ.დაწყ.(II).2  მოსწავლეს შეუძლია:
    . ბუნებაში ადამიანის უხეში ჩარევითგამოწვეული უარყოფითი შედეგების            შეფასება და მათი თავიდან აცილების გზების დასახვა;
    . ჯანმრთელობაზე მოქმედი სხვადასხვა მავნე ფაქტორების შესახებ მსჯელობა.
ბუნ.დაწყ.(II).4  მოსწავლეს შეუძლია:
    . დედამიწის სტრუქტურის განმსაზღვრელ და დედამიწის რელიეფის ცვლილების გამომწვევ მიზეზებზე მსჯელობა.

    დანართი 1
                                             შეფასების რუბრიკები:
                                             მსჯელობის  დასაბუთება
გასაუმჯობესებელია
              კარგია
          საუკეთესოა
შეუძლია ბუნებაში ადამიანის უხეში ჩარევით გამოწვეული უარყოფითი  შედეგების შეფასება, მაგრამ ვერ სახავს მათი თავიდან აცილების გზებს; უჭირს მსჯელობა და არაა გამყარებული შესაბამისი მაგალითებით.
შეუძლია ბუნებაში ადამიანის უხეში ჩარევით  გამოწვეული შედეგების შეფასება. მსჯელობა დამაჯერებლადაა დასაბუთებული. არგუმენტები გამყარებულია შესაბამისი მაგალითებით, თუმცა უჭირს უარყოფითი შედეგების თავიდან აცილების გზების დასახვა.
შეუძლია ბუნებაში ადამიანის უხეში ჩარევით გამოწვეული უარყოფითი შედეგების შეფასება, მსჯელობა დამაჯერებლადაა დასაბუთებული და არგუმენტები გამყარებულია შესაბამისი მაგალითებით. შეუძლია უარყოფითი შედეგების თავიდან აცილების ან გამოსწორების გზების დასახვა.


                           ჯგუფური  მუშაობის  შეფასების  რუბრიკა
კრიტერიუმები
ჯგუფის მუშაობა წარუმატებელია
ჯგუფის მუშაობა  დამაკმაყოფილებელია
ჯგუფის მუშაობა წარმატებულია

ჩართულობა
ყველა წევრი არ არის ჩართული მუშაობაში
უმრავლესობა ჩართულია
ყველა ჩართულია
ურთიერთმოსმენის და აზრის გაზიარების უნარი
კამათობენ, არ უსმენენ ერთმანეთს და არის ხმაური, არ იზიარებენ ერთმანეთის აზრს.
ხმაურობენ, ნაკლებად იზიარებენ ერთმანეთის აზრს.
უსმენენ ერთმანეთს და იზიარებენ ერთმანეთის აზრს.
ინსტრუქციის მიხედვით მუშაობა
ზუსტად ვერ მიყვებიან ინსტრუქციას.
ნაწილობრივ მიყვებიან ინსტრუქციას.
მუშაობენ ინსტრუქციის მიხედვით.
დროის ლიმიტის დაცვა
ვერ ეტევიან განსაზღვრულ დროში.
უმნიშვნელოდ გააცდინეს დრო.
დაიცვეს დროის ლიმიტი.
ლიდერის როლი
ლიდერი ვერ მართავს ჯგუფის მუშაობას.
ლიდერი ზოგჯერ ახერხებს მუშაობის წარმართვას.
ლიდერი ეფექტურად მართავს ჯგუფის მუშაობას.






დანართი  2
მუსიკის ტექსტი პაატა ტეტუნაშვილის ვიდეოდან
  ,,გამარჯობა დედამიწა!“
,,საოცარი ხარ, შენ დედამიწავ,
  სიმდიდრის და სიცოცხლის დედა ხარ.
  ბედნიერი  ვარ, რომ გაგიცანი,
  მე უკვე შენი მეგობარი ვარ.
             გამაოცა შენმა სილამაზემ,
             გამაოცა შენმა ჭრელმა ფერებმა,
             სიყვარულით შემოვუფრენ სამყაროს
             და შევძახებ:  მიყვარხარ  დედამიწავ!“

პრობლემაზე ორიენტირებული გაკვეთილის რეფლექსია
      2019 წლის 25 აპრილს II  კლასში  ჩავატარე ბუნებისმეტყველების სამოდელო გაკვეთილი, რომელიც იყო პრობლემაზე ორიენტირებული. გაკვეთილის თემა იყო: ,, დედამიწავ, ჩვენ ერთმანეთს ვჭირდებით!“ რეფლექსიაში შევეცდები ვუპასუხო შეკითხვებს:
1.      რამდენად მივაღწიე დასახულ მიზნებს?
2.      რა იყო ამ გაკვეთილის ძლიერი მხარე?
3.      რა შევცვალე საგაკვეთილო გეგმაში?
4.      რა იყო ამ გაკვეთილის გასაუმჯობესებელი მხარე და როგორ შევცლი მას სხვა დროს?
 გაკვეთილის მიზნის მიხედვით დაგეგემილი მქონდა აქტივობები, რომლებიც გამომადგა მიზნის მიღწევაში.
  გაკვეთილის ძლიერი მხარე ის იყო, რომ ყველა მოსწავლე აქტიურად იყო ჩართული  მსვლელობაში, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავდა , რომ ყველამ სწორად შეასრულა დავალებები. თუმცა მინდა ვთქვა, რომ უმრავლესობამ კარგად გაართვა თავი სამუშაოს.  შეცდომებს კი კლასის სხვა მოსწავლეები ასწორებდნენ.  მეც ვაძლევდი უკუკავშირს. გაკვეთილის ეფექტურობას განაპირობებდა მასში გამოყენებული მეთოდები და რესურსები.
   გაკვეთილი წავრმართე გეგმით გათვალისწინებული აქტივობების მიხედვით, მაგრამ მეექვსე აქტივობაში კორექტირება მოვახდინე. კერძოდ, მოსწავლეებს თემის შესაბამისი ფოტოსურათები მაგიდიდან უნდა აეღოთ და დაფაზე დახაზულ სქემის შესაბამის განყოფილებასთან მაგნიტით უნდა მიემაგრებინათ. მე კი უცებ გადავწვიტე  ეს ინდივიიდუალური დავალება მთელი კლასისთვის მიმეცა. ასე დროსაც მოგიგებდით და მოსწავლეთა ჩართულებაც უფრო კარგი იქნებოდა. ამიტომ მე თვითონ ვუღებდი და ვუჩვენებდი კლასს ამ ფოტოსურათებს. შემდეგ კი მოსწავლეების პასუხების მიხედვით ვამაგრებდი დაფაზე.
   გაკვეთილში გასაუმჯობესებელი იყო ის, რომ  მოძიებულ ვიდეომასალებში ზოგიერთ ადგილას გადახვევა მიწევდა და ჩემთვის ეს სიტუაცია  არაკომფორტული იყო. სხვა დროს წინასწარ ამოვჭრი ზუსტად საჭირო ადგილებს.

  საბოლოო ჯამში მინდა ვთქვა , რომ ჩემ მიერ ჩატარებული გაკვეთილით კმაყოფილი ვარ და მომავალში გავითვალისწინებ გაკვეთილზე გამოვლენილ ხარვეზს. ასევე ვეცდები გამოვიყენო განსხვავებული მეთოდები და სახალისო აქტივობები, რათა მოსწავლეებს გაუღრმავდეთ ცოდნა და გაეზარდოთ მოტივაცია. 


გაკვეთილის გეგმა

მასწავლებლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი:   იზო ძოწენიძე
პირადი ნომერი: 60001119929
საგანი:  მათემატიკა
სწავლების საფეხური/კლასი: დაწყებითი/I  კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა:  9
გაკვეთილის თემა:    შედარება
გაკვეთილის მიზანი:  მოსწავლე შეძლებს :
შეკრება-გამოკლების თვალსაჩინოდ დემონსტრირებას  და აღწერს  რიცხვებს შორის დამოკიდებულებებს.
რიცხვების  დაუთვლელად ზუსტი რაოდენობის  დასახელებას და თავისი პასუხების შემოწმებას.  ასევე სხვადასხვა ხერხით რაოდენობების შედარებას.       
                  
აქტივობის აღწერა
გამოყენებული მეთოდი/მეთოდები
კლასის ორგანიზების ფორმა/ფორმები
სასწავლო რესურსი
დრო
(წთ)
1
საორგანიზაციო საკითხები.
კლასს ვაცნობ გაკვეთილის  მიზანსა და აქტივობებს, შეფასების საგანსა და შეფასების რუბრიკებს. ამ უკანასკნელს ვაკრავ თვალსაჩინო ადგილას.(იხ.დანართი 1)

ვერბალური მეთოდი; დემონსტრირების მეთოდი
მთელი კლასი
პროექტორი, კომპიუტერი. (გაშუქებული მასალა)
2 წთ
2
 ვიწყებ თამაშს „მე ვიცი ხუთი“.... ვიწყებ: გარდა ციფრებისა,  მე ვიცი ხუთი ....მოსწავლეებმა უნდა დაასახელონ ხუთი მათემატიკური ნიშანი,  ასევე რა შემთხვევაში  ვიყენებთ თითოეულ მათგანს. სიტყვების _,,ბევრი“ და ,,ცოტა“ გააზრება და გამოყენება. ვსვამ კითხვებს, რომლებშიც მაგალითებად ვიყენებ საშინაო დავალების ნომრებს.
კითხვა-პასუხი. დიდაქტიკური თამაში-„მე ვიცი ხუთი....“
მთელი კლასი
ბარათები(მათემატიკური ნიშნებით)
3 წთ
3
 მოსწავლეებს  სიურპრიზებს ვუმზადებ . ეს არის კლასის ნაძვის ხის ძირში დაწყობილია იმდენი  საჩუქარი, რამდენი მოსწავლეცაა კლასში.  ინსტრუქციის მიხედვით, მათ მხოლოდ იმ შემთხვევაში ვრთავ სასაჩუქრე ყუთების გახსნის უფლებას , თუ ისინი ამ ყუთზე დაწერილ  დავალებებს  სწორად შეასრულებენ.(დავალებები გაკვეთილის თემის შესაბამისია). თუ რომელიმემ ვერ შეასრულა დავალება, ვაძლევ შანსს, მაგრამ დამატებით სახლში ვაძლევ მსგავს დავალებას. (იხ.დანართი 2)
კოგნიტური სქემა „ნაძვის ხე“
ინდივიდუალუ-რი
პროექტორით  ნაჩვენები კოგნიტური სქემა_  საახალწლო ნაძვის ხე და  საჩუქრები პატარა ყუთებში; კალმები
3 წთ
4
პროექტორით ვუჩვენებ მოსწავლეებს რიცხვებს. ისინი ასახელებენ  მათ წინა და მომდევნო რიცხვებს. ადარებენ ერთმანეთს და აკეთებენ დაფაზე შესაბამის ჩანაწერებს. ამ აქტივობას ასრულებენ თამაშით, რომელშიც მონაწილეობს კლასის 5 მოსწავლე. დანარჩენები კი აფასებენ მათ . (თამაშში მონაწილე მოსწავლეები მაგიდიდან იღებენ  გადაბრუნებულ ბარათებს.  აქედან სამი ციფრია , ხოლო ორი უტოლობის და მოქმედების ნიშანი. ის მოსწავლეები , რომლებსაც ციფრები უჭირავთ, უნდა დადგნენ ერთ რიგში ნებისმიერად, ხოლო დანარჩენი ორი კი ისე უნდა ჩადგნენ მათ  შორის , რომ მიიღონ სწორი უტოლობა.) ბოლოს  პროექტორით ვაჩვენებ მოსწავლეებს რიცხვით ღერძს (დანართი 3)და  ვსვამ კითხვებს. შესაბამის ჩანაწერებს აკეთებენ დაფაზე. ბოლოს კი  მთელი კლასი აკეთებს   დასკვნებს.
დემონსტრირების მეთოდი; დიდაქტიკური თამაში  ,,ცოცხალი რიცხვები“;
ახსნა-განმარტებითი მეთოდი
მთელი კლასი; ჯგუფური.
პროექტორი, კომპიუტერი, ბარათები (ციფრები; მოქმედებათა ნიშნები ; ტოლობისა და უტოლობის ნიშნები); რიცხვითი სხივი
4წთ
5
ორჯერ დავუკრავ ტაშს და ვთხოვ მოსწავლეებს გაარკვიონ , რომელ ჯერზე მეტი რაოდენობის ტაში იყო. ზეპირად შეადარებენ და დაასახელებენ ორგანოს, რომლითაც გამოიცნეს სწორი პასუხი.  ამის შემდეგ ვთხოვ მოსწავლეებს თვალები დახუჭონ და თავები მერხებზე დადონ. ამ დროს სწრაფად ვაკრავ მაგნიტურ დაფაზე რამდენიმე წრიული ფორმის მაგნიტს (არაუმეტეს ხუთისა). ამის შემდეგ კი ვთხოვ მოსწავლეებს დაუთვლელად   დაასახელონ მაგნიტების რაოდენობა. მეორეჯერაც იგივე მოქმედებას გაამეორებინებს.  ამჯერად იგი გროვიდან მოაკლებს რამდენიმე მაგნიტს და ისევ ვთხოვ მოსწავლეებს დარჩენილი  რაოდენობის დასახელებას. შემდეგ  გააკეთებენ შედარებას და ამჯერადაც დაასახელებენ  რომელი შეგრძნების ორგანო დაეხმარათ   დავალების შესრულებაში.
ლაბორატორიული და დემონსტრირების  მეთოდი.
მთელი კლასი
მაგნიტური დაფა; მაგნიტები
3 წთ
6
 მაგნიტურ დაფაზე ვაკრავ რამდენიმე მრგვალი ფორმის მაგნიტს და რამდენიმე მრავალკუთხედს.  შემდეგ გამომყავს ორი მოსწავლე და ვთხოვ დაწყვილებით დაადგინონ  რომელია მეტი. მოსწავლეთა მეორე წყვილი კი აკეთებს შესაბამის ჩანაწერს. ბოლოს კი კლასი აჯამებს შესრულებულ სამუშაოს.  (დანართი 4)
ევრისტიკული მეთოდი.  კერძოდ, დაწყვილების მეთოდით რაოდენობების შედარება
წყვილები. მთელი კლასი
მრგვალი  ფორმის მაგნიტები,  და მრავალკუთხედები, რომლებსაც პატარა მაგნიტები აქვთ მიმაგრებული. მაგნიტური დაფა და ცარცი.
4 წთ
7
  მე და მოსწავლეები ერთად  ვკითხულობთ ლექსს, რომელსაც წინასწარ ვაჩვენებ პროექტორით. თან ვასრულებთ მოძრაობებს. ლექსში გამოყენებულია სიტყვები:  ,,მაღლა“, ,,მარჯვენა’, ,,მარცხენა“, ,,წინ“ ,  ,,შედარება“ ( დანართი 5)
წუთშესვენება
მთელი კლასი და მასწავლებელი
კომპიუტერი; პროექტოით გაშუქებული ლექსი
1 წთ
8
 მოსწავლეთა რაოდენობიდან გამომდინარე  კლასს ვყოფ სამ ჯგუფად. ამისათვის მოსწავლეებს დაფასთან დავაწყობ ერთ მწკრივში შემთხვევითობის პრინციპით. შემდეგ გავათვლევინებ ,,პირველ-მეორე-მესამეზე „  და ვაცნობ  სამუშაოს ინსტრუქციას და შესრულებისათვის საჭირო დროს. ( სულ 3 დავალება )ვურიგებ თაბახის ფურცლებს დავალებების შესასრულებლად.  ჯგუფები ირჩევენ ლიდერებს .(დანართი 6) ბოლოს ლიდერები ახდენენ პრეზენტაციას.
ჯგუფური მუშაობა; თანამშრომლობითი სწავლება
ჯგუფური;
პროექტორით გაშუქებული დავალებები სამივე ჯგუფისათვის;მოსწავლეთა ნამუშევრები;
6 წთ
9
ამოცანის შესრულება სკოლის სახელმძღვანელოდან.
კითხვა-პასუხი
მთელი კლასი
 სკოლის სახელმძღვანელოდან ამოცანა
3 წთ
10
,,ბუკებში“ მუშაობა .  ჯგუფური სამუშაოს დაწყებამდე ვთხოვ მოსწავლეებს ,,ბუკების“ ჩართვას . უკვე ჩართულ ,,ბუკებში“ზეპირად ვაძლევ დავალებას. თან ვაკვირდები მათ მუშაობას და ვაძლევ სიტყვიერ კომენტარებს ან მითითებებს .
ვერბალური ახსნა;
ევრისტიკული მეთოდი
ინდივიდუალური
,,ბუკი“
4 წთ
11
 მოსწავლეებს ვაფასებ შეფასების რუბრიკების საშუალებით და ვაძლევ საშინაო დავალებას (შეავსონ სამუშაო  რვეულები თემასთან დაკავშირებით).მოკლედ ვაძლევ მითითებებსაც. (დანართი 1)
ვერბალური ახსნა
მასწავლებელი
შეფასების რუბრიკა; სამუშაო  რვეული
2 წთ.
12
სარეზერვო ამოცანა   (დანართი 7)
კითხვა-პასუხი
მთელი კლასი
თვალსაჩინო-ება
2წთ
                                                                                 
გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:
მათ. 1. 3. მოსწავლეს შეუძლია ერთმანეთთან დააკავშიროს თვლა, რიცხვებს შორის დამოკიდებულებები და შეკრება-გამოკლების მოქმედებები.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·        სიტყვიერად აღწერს შეკრების, გამოკლების, ტოლობის და შედეგის ცნებებს სხვადასხვა კონტექსტში (მაგ., ,,დავუმატოთ“, ,,გამოვაკლოთ“, მიმატება_გაზრდა, გამოკლება_შემცირება, განცალკავება;
·        განსაზღღვრავს განსხვავებას ( მაგ., ,,რამდენით გაიზარდა/შემცირდა?“) და აღწერს რიცხვებს შორის დამოკიდებულებებს;





მათ. 1.4.. მოსწავლეს შეუძლია რაოდენობების შეფასება და შედარება.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·        დაუთვლელად ასახელებს ზუსტ რაოდენობას ერთგვაროვან მცირე ზომის საგანთა გროვაში. (საგანთა რაოდენობა არ აღემატება 5-ს.) და ამოწმებს პასუხს;
·        საგანთა დაწყვილებით ადარებს რაოდენობებს გროვებში, იყენებს შესაბამის ტერმინებსა და აღნიშვნებს (>,<, =) და განსაზღვრავს განსხვავებას (,,რამდენით მეტი/ნაკლები?“)






Комментариев нет:

Отправить комментарий