суббота, 4 августа 2018 г.


                              სასწავლო  პროექტის  გეგმა
პროექტის  სახელწოდება:   ,,ხილი და ბოსტნეული _ ჩვენი მეგობრებია?“
პროექტის  მთავარი  იდეა:  ხილს და ბოსტნეულს დიდი მნიშვნელობა აქვს ადამიანის ჯანმრთელობისათვის და ამიტომ მათთან უნდა ვიმეგობროთ .
პროექტის  აქტუალურობა: პროექტი აქტუალურია იმდენეად, რამდენადაც  დღევანდელ დღეს ბაზარი გაჯერებულია არაჯანსაღი პროდუქტებით, მათ შორის გენმოდიფიცირებული ხილ-ბოსტნეულით, რომელთა ავკარგიანობას დიდი მონდომებით იკვლევენ მეცნიერები. ამიტომ საჭიროა მეტი ინფორმირება, მათ შორის მოსწავლეებისა, რათა ჯანსაღი მომავალი გვყავდეს.
პროექტის  მიზნები:
.  მოსწავლეებმა შეძლონ სხვადასხვა ხილისა და თუ ბოსტნეულის ამოცნობა და დასახელება  (არა მარტო თვალით, არამედ სეხებით, ყნოსვით) , მათი ერთმანეთისაგან  გარცევა.
.  გააცნობიერონ ხილისა და ბოსტნეულის , როგორც ჯანსაღი საკვები პროდუქტების მნიშვნელობა ჯანმრტელობისათვის.
.  ხელი შევუწყო მოსწავლეებში დაკვირვებისა და ლოგიკური აზროვნების უნარების განვიტარებას.
მონაწილეთა  ასაკი:  7-8  წელი
ვადები/ხანგრძლივობა:  1 კვირა
მოსალოდნელი  შედეგები:  მოსწავლეები შეისწავლიან პრობლემის განსაზღვრას და მიზნების ცამოყალიბებას, ინფორმაციის ანალიზს, შეკრებას და დახარისხებას, ცოდნის  შემოქმედებითად გამოყენებას, ციფრული ტექნოლოგიების გამოყენებით სასწავლო პროცესი უფრო საინტერესო და სახალისო გახდება. ბავშვები ისწავლიან ,,ბუკის“ ვიდეოკამერის გამოყენებას. განუვითარდებათ: კომუნიკაციის , სოციალური, ჯგუფური და გუნდური მუშაობის, შემოწმედებითი და კრიტიკული აზროვნების , შეფასებისა და საპრეზენტაციო უნარები. ისწავლეს დროის მართვა. მოსწავლეები კვლევის გზით შეიძენენ მნიშვნელოვან ცოდნას და გამოცდილებას მოცემულ თემასთან დაკავშირებით, რაც მათ მომავალში გამოადგებათ წარმატების მისაღწევად. მოსწავლეები შეაფასებენ ერთმანეთის ნამუშევრებს, შეავსებენ შეფასების რუბრიკებს და ისწავლიან შეფასებას და თვითშეფასებას.

 პროექტისათვის  საჭირო  ძირითადი  რესურსები:
სასწავლო რესურსი:  სახატავი ფურცლები, სხვადასხვა ზომის ფერადი ქაღალდები, მაგნიტური დაფა, მაგნიტები, ფერადი ფანქრები.
ტექნიკური რესურსი: ,,ბუკი“, კომპიუტერი, ციფრული აპარატი;
ინტერნეტრესურსი: ვიდეოფილმი   ,,ვისწავლოთ ხილი და ბოსტნეული“_საბავშვო არხზე .   ,,ვიდეოკულინარია“ _www.infospero;   ჩემ მიერ მომზადებული პრეზენტაცია  ხილსა და ბოსტნეულზე; ლექსი ხილთა ცილობა“;
რესურსი, რომელიც მშობლების მიერ იქნა მოძიებული;
ბეჭდვითი მასალა_ საგნობრივი სტანდარტები;
ადამიანური რესურსი: მშობლები, მოწვეული სტუმრები და დაწყებითი კლასების კათედრის მასწავლებლები;

პროექტის  მსვლელობა:
პროექტის დაწყებამდე  
  .  ბუნებისმეტყველების გაკვეთილზე შევარჩევთ თემას და მოსწავლეებს ვთხოვ   წარმოადგინონ პროექტის სახით; მოკლედ გავაცნობ პროექტის არსს;
  . თემის სათაურის შესარჩევად გავმართავ დისკუსიას. სადისკუსიო თემასთან დაკავშირებით მოსწავლეთა გამოწვევისათვის მოსწავლეებს ჩამოვუწერ საკვანძო შეკითხვებს. ისინი იქნება: ზოგადი, თემატური  და შინაარსობრივი;
  .  გამოვიყენებ  ,,ვიცი, მინდა ვიცოდე, ვისწავლე“  სქემებს. შეფასების ეს ინსტრუმენტი ხელს უწყობს 21-ე საუკუნის უნარ-ჩვევებს.
  . შემთხვევითობის პრინციპით კლასს დავყოფ სამ ჯგუფად. კლასის ყველა მოსწავლე აიღებს ბარათს, ბარათები  სამი  ფერის იქნება. ერთნაირი ბარათების მქონე მოსწავლეები გაერთიანდებიან ერთ ჯგუფში; ჯგუფები აირჩევენ ხელმძღვანელებს. და დაირქმევენ სახელებს.
 
პროექტზე მუსაობისას
.  მოსწავლეები ასრულებენ დავალებებს;
.  აკეთებენ თვითშეფასებას და იღებენ თანატოლთა შეფასებებს;
.  ვაკვირდები ჯგუფების მუშაობას ,  ვაკეთებ ჩანიშვნებს ,  ვაძლევ მოსწავლეებს მითითებებს და ვაკეთებ სიტყვიერ კომენტარებს.

  პროექტზე  მუშაობის დასრულების შემდეგ
  .   მოსწავლეები  აკეთებენ პროექტის  პრეზენტაციას;
  .   მოსწავლეები ავსებენ  ვ - მ- ვ  ცხრილს;
  .   ვაფასებ კლასის მიერ შესრულებულ სამუშაოს შესაბამისი რუბრიკების საშუალებით.

სასწავლო  პროცედურები
პირველი კვირა
სამივე ჯგუფს დავავალე  ინტერნეტით და სხვა წყაროებით ინფორმაციის მოძიება  ხილსა და ბოსტნეულზე; ასევე   youtube- ზე სასწავლო ვიდეო ბავშვებისათვის _,,ვისწავლოთ ხილი და ბოსტნეული“, ლექსის ,,ხილთა ცილობა“ მოძიება ინტერნეტით,  მისი  წაკითხვა და მასში ნახსენები ხილისა და ბოსტნეულის ბარათებზე ამოწერა. 
 I ჯგუფს  დავავალე პლაკატის შექმნა პროექტის თემაზე, რისთვისაც გამოიყენებდნენ სხვადასხვა ინტერნეტ თუ ბეჭდვით რესურსს;  მოკლედ აღწერდნენ ამა თუ იმ ხილ და ბოსტნეულს და მიუთითებდნენ მათ  სასარგებლო თვისებებს; დაურთავდნენ ფერად ფოტომასალას  და ხელით შესრულებულ  ნახატებს.
II ჯგუფს  დავავალე გამოკითხვის ჩატარება სპეციალური კითხვარით, რომლებიც ერთად შევადგინეთ. გამოსაკითხ პირებად შევარჩიეთ სხვადასხვა ასაკისა და პროფესიის ადამიანები.  პირველი კითხვარის შესავსებად   უნდა გამოეკითხათ ბავშვები  როგორც  5-დან 10 წლამდე, ასევე _10-დან 15 წლამდე, მშობლების  და ბებია-ბაბუების თაობა.  მათ უნდა დაესახელებინათ სამი საყვარელი პროდუქტის სახეობა ჩამოთვლილი 6 პროდუქტიდან. ეს პროდუქტები იყო: ხორცი, ხილი, ბოსტნეული, ტკბილეული, რძის ნაწარმი და ცომეული.  ეს მონაცემები ჩემ მიერ წინასწარ დარიგებულ ცხრილში უნდა ჩაეწერათ. სულ უნდა გამოეკითხათ     ამ ჯგუფს ასევე უნდა აეღოთ ინტერვიუები  ოთხი  სხვადასხვა ჯგუფის წარმომადგენლებიდან .   ჩვენი ეს ჯგუფებია: სკოლის მასწავლებლები , სოფლის ამბულატორიის თანამშრომლები (მედპერსონალი )და მიწაზე მომუშავე გლეხები. თითოეული ჯგუფიდან 7 წარმომადგენელი. სულ ჯამში, ამ ჯგუფს  მოუწევდა 46 ადამიანის გამოკითხვა. ამ ჯგუფის შეკითხვები იქნებოდა ასეთი: 
1) თქვენი აზრით , რომელი ხილი და ბოსტნეულია უფრო სასარგებლო?
   ა) საკუთარ ეზოში მოწეული;         ბ) ბაზარში გლეხიდან შეძენილი;
    გ)      სუპერმარკეტში ნაყიდი  
2) ხილი უფრო გიყვართ თუ ბოსნეული?
3) ხშირად აკეთებთ თუ არა ხილისა და ბოსტნეულის სალათებსა და კერძებს? თუ არა, დაასახელეთ მიზეზი რატომ.

III  ჯგუფს  დავავალე სხვადასხვა შემეცნებით-გასართობი დავალებების მოფიქრება დანარჩენი ორი ჯგუფისათვის და მათი შეფასება თავიანთი შედგენილი შეფასების სქემებით. ამისათვის მათ წინასწარ მივეცი გამოსაყენებელი რესურსების ჩამონათვალი. კერძოდ, სხვადასხვა ხილისა და ბოსტნეულის ნაყოფები და მათი შესაბამისი ფოთლები. ასევე დავავალე სახალისო ტესტის ტესტის შედგენა მოცემულ თემაზე. ტესტში გამოსაყენებელი რამდენიმე სიტყვაც მივუთითე. კერძოდ, ,,მეგობრული“,  ,,მტრები“,  ,,ჯანმრთელობისთვის“, ,,ჯანსაღი“, ,,არღვევს“, ,,კანონზომიერებას“ . ამ ჯგუფს ასევე დაევალათ ცოცხალი ხილითა და ბოსტნეულით სალათების  და ყვავილების  მომზადება, რისთვისაც უნდა გამოეყენებინათ ჩემ მიერ მითითებული მასალა  _ ,,სუფრის გალამაზება ხილითა და ბოსტნეულით“,  ,,ვიდეოკულინრიაში“.
  მესამე ჯგუფს პირველი და მეორე ჯგუფის წევრები მისცემენ  სახალისო დავალებას. ჯგუფის თითოეულ წევრს აუხვევენ თვალებს და კბილის ჩხირზე დამაგრებულ ხილის ან ბოსტნეულის პატარა ნაჭერს ჩაუდებენ პირში. მათ უნდა შეძლონ პროდუქტის დასახელება. შეუძლიათ მხოლოდ ყნოსვითაც გამოიცნონ.  შედეგებს ჩაინიშნავენ და ბოლოს შეაფასებენ.

 შეფასება : მასწავლებელი მოსწავლეებთან შეთანხმებული რუბრიკების შესაბამისად აფასებს პროექტის განხორციელებასა და მიღწეულ შედეგებს.




           სასწავლო პროექტის  განხორციელების გეგმა

შედეგების მისაღწევად განსახორციელებელი აქტივობები
საქმიანობის გაწერა
დროში (დღეები)

1  2    3   4    5  6 7   
საქმიანობის განმახორციელებელი მოსწავლეები
საქმიანობის განხორციელებაზე პასუხისმგებელი მოსწავლეები
საქმიანობის შესაბამისი რესურსები

1
ხილსა და ბოსტნეულზე ინტერნეტით და სხვა წყაროებით ინფორმაციის მოძიება







კლასის ყველა მოსწავლე
ჯგუფების ლიდერები: ნინო გამეზარდაშვილი,სალომე ბილისეიშვილი; ელენე ნადირაშვილი
ინტერნეტრესურსები; ბეჭდვითი მასალები;
2
სასწავლო ვიდეოს ყურება და თემის ირგვლივ ლექსების მოძიება







კლასის ყველა მოსწავლე
ჯგუფის ლიდერები
ვიდეოფილმი ,,ვისწავლოთ ხილი და ბოსტნეული“
3
პლაკატის მომზადება







პირველი ჯგუფის მოსწავლეები
ჯგუფის ლიდერი _ ნინო გამეზარდაშვილი
ფლიფჩარტი; ინტერნეტიდან ფოტოსურათები; ფერადი ფანქრები; მარკერები.
4
გამოკითხვების ჩატარება სპეციალური კითხვარებით და მისი ანალიზი







მეორე ჯგუფის მოსწავლეები
ჯგუფის ლიდერი_სალომე ბილისეიშვილი
სპეციალური კითხვარები; კალამი; თაბახის ფურცლები;
5.
სახალისო დავალებების მოფიქრება( დეგუსტაცია, ,,სუფრის გალამაზება ხილით და ბოსტნეულით“







მესამე ჯგუფის მოსწავლეები
ჯგუფის ლიდერი _ელენე ნადირაშვილი
წვრილად დაჭრილი ცოცხალი ხილი და ბოსტნეული; თაბახის ფურცლები; კბილის ჩხირები; თეფშები; ინტერნეტრესურსი ,,ვიდეოკულინარია“
6
პროექტის პრეზენტაცია







სამივე ჯგუფის მოსწავლეები
სამივე ჯგუფის ლიდერები
ფლიფჩარტი; ტესტები;
7
შეფასება







მასწავლებე-ლი
მასწავლებელი
შეფასების რუბრიკები



четверг, 2 августа 2018 г.

გაკვეთილის გეგმა


                                                გაკვეთილის გეგმა

მასწავლებლის სახელი, გვარი, პირადი ნომერი:   იზო ძოწენიძე
პირადი ნომერი: 60001119929
საგანი:  მათემატიკა
სწავლების საფეხური/კლასი: დაწყებითი/I  კლასი
მოსწავლეთა რაოდენობა:  9
გაკვეთილის თემა:    შედარება
გაკვეთილის მიზანი:  მოსწავლე შეძლებს :
შეკრება-გამოკლების თვალსაჩინოდ დემონსტრირებას  და აღწერს  რიცხვებს შორის დამოკიდებულებებს.
რიცხვების  დაუთვლელად ზუსტი რაოდენობის  დასახელებას და თავისი პასუხების შემოწმებას.  ასევე სხვადასხვა ხერხით რაოდენობების შედარებას.       
                  
აქტივობის აღწერა
გამოყენებული მეთოდი/მეთოდები
კლასის ორგანიზების ფორმა/ფორმები
სასწავლო რესურსი
დრო
(წთ)
1
საორგანიზაციო საკითხები.
კლასს ვაცნობ გაკვეთილის  მიზანსა და აქტივობებს, შეფასების საგანსა და შეფასების რუბრიკებს. ამ უკანასკნელს ვაკრავ თვალსაჩინო ადგილას.(იხ.დანართი 1)

ვერბალური მეთოდი; დემონსტრირების მეთოდი
მთელი კლასი
პროექტორი, კომპიუტერი. (გაშუქებული მასალა)
2 წთ
2
 ვიწყებ თამაშს „მე ვიცი ხუთი“.... ვიწყებ: გარდა ციფრებისა,  მე ვიცი ხუთი ....მოსწავლეებმა უნდა დაასახელონ ხუთი მათემატიკური ნიშანი,  ასევე რა შემთხვევაში  ვიყენებთ თითოეულ მათგანს. სიტყვების _,,ბევრი“ და ,,ცოტა“ გააზრება და გამოყენება. ვსვამ კითხვებს, რომლებშიც მაგალითებად ვიყენებ საშინაო დავალების ნომრებს.
კითხვა-პასუხი. დიდაქტიკური თამაში-„მე ვიცი ხუთი....“
მთელი კლასი
ბარათები(მათემატიკური ნიშნებით)
3 წთ
3
 მოსწავლეებს  სიურპრიზებს ვუმზადებ . ეს არის კლასის ნაძვის ხის ძირში დაწყობილია იმდენი  საჩუქარი, რამდენი მოსწავლეცაა კლასში.  ინსტრუქციის მიხედვით, მათ მხოლოდ იმ შემთხვევაში ვრთავ სასაჩუქრე ყუთების გახსნის უფლებას , თუ ისინი ამ ყუთზე დაწერილ  დავალებებს  სწორად შეასრულებენ.(დავალებები გაკვეთილის თემის შესაბამისია). თუ რომელიმემ ვერ შეასრულა დავალება, ვაძლევ შანსს, მაგრამ დამატებით სახლში ვაძლევ მსგავს დავალებას. (იხ.დანართი 2)
კოგნიტური სქემა „ნაძვის ხე“
ინდივიდუალუ-რი
პროექტორით  ნაჩვენები კოგნიტური სქემა_  საახალწლო ნაძვის ხე და  საჩუქრები პატარა ყუთებში; კალმები
3 წთ
4
პროექტორით ვუჩვენებ მოსწავლეებს რიცხვებს. ისინი ასახელებენ  მათ წინა და მომდევნო რიცხვებს. ადარებენ ერთმანეთს და აკეთებენ დაფაზე შესაბამის ჩანაწერებს. ამ აქტივობას ასრულებენ თამაშით, რომელშიც მონაწილეობს კლასის 5 მოსწავლე. დანარჩენები კი აფასებენ მათ . (თამაშში მონაწილე მოსწავლეები მაგიდიდან იღებენ  გადაბრუნებულ ბარათებს.  აქედან სამი ციფრია , ხოლო ორი უტოლობის და მოქმედების ნიშანი. ის მოსწავლეები , რომლებსაც ციფრები უჭირავთ, უნდა დადგნენ ერთ რიგში ნებისმიერად, ხოლო დანარჩენი ორი კი ისე უნდა ჩადგნენ მათ  შორის , რომ მიიღონ სწორი უტოლობა.) ბოლოს  პროექტორით ვაჩვენებ მოსწავლეებს რიცხვით ღერძს (დანართი 3)და  ვსვამ კითხვებს. შესაბამის ჩანაწერებს აკეთებენ დაფაზე. ბოლოს კი  მთელი კლასი აკეთებს   დასკვნებს.
დემონსტრირების მეთოდი; დიდაქტიკური თამაში  ,,ცოცხალი რიცხვები“;
ახსნა-განმარტებითი მეთოდი
მთელი კლასი; ჯგუფური.
პროექტორი, კომპიუტერი, ბარათები (ციფრები; მოქმედებათა ნიშნები ; ტოლობისა და უტოლობის ნიშნები); რიცხვითი სხივი
4წთ
5
ორჯერ დავუკრავ ტაშს და ვთხოვ მოსწავლეებს გაარკვიონ , რომელ ჯერზე მეტი რაოდენობის ტაში იყო. ზეპირად შეადარებენ და დაასახელებენ ორგანოს, რომლითაც გამოიცნეს სწორი პასუხი.  ამის შემდეგ ვთხოვ მოსწავლეებს თვალები დახუჭონ და თავები მერხებზე დადონ. ამ დროს სწრაფად ვაკრავ მაგნიტურ დაფაზე რამდენიმე წრიული ფორმის მაგნიტს (არაუმეტეს ხუთისა). ამის შემდეგ კი ვთხოვ მოსწავლეებს დაუთვლელად   დაასახელონ მაგნიტების რაოდენობა. მეორეჯერაც იგივე მოქმედებას გაამეორებინებს.  ამჯერად იგი გროვიდან მოაკლებს რამდენიმე მაგნიტს და ისევ ვთხოვ მოსწავლეებს დარჩენილი  რაოდენობის დასახელებას. შემდეგ  გააკეთებენ შედარებას და ამჯერადაც დაასახელებენ  რომელი შეგრძნების ორგანო დაეხმარათ   დავალების შესრულებაში.
ლაბორატორიული და დემონსტრირების  მეთოდი.
მთელი კლასი
მაგნიტური დაფა; მაგნიტები
3 წთ
6
 მაგნიტურ დაფაზე ვაკრავ რამდენიმე მრგვალი ფორმის მაგნიტს და რამდენიმე მრავალკუთხედს.  შემდეგ გამომყავს ორი მოსწავლე და ვთხოვ დაწყვილებით დაადგინონ  რომელია მეტი. მოსწავლეთა მეორე წყვილი კი აკეთებს შესაბამის ჩანაწერს. ბოლოს კი კლასი აჯამებს შესრულებულ სამუშაოს.  (დანართი 4)
ევრისტიკული მეთოდი.  კერძოდ, დაწყვილების მეთოდით რაოდენობების შედარება
წყვილები. მთელი კლასი
მრგვალი  ფორმის მაგნიტები,  და მრავალკუთხედები, რომლებსაც პატარა მაგნიტები აქვთ მიმაგრებული. მაგნიტური დაფა და ცარცი.
4 წთ
7
  მე და მოსწავლეები ერთად  ვკითხულობთ ლექსს, რომელსაც წინასწარ ვაჩვენებ პროექტორით. თან ვასრულებთ მოძრაობებს. ლექსში გამოყენებულია სიტყვები:  ,,მაღლა“, ,,მარჯვენა’, ,,მარცხენა“, ,,წინ“ ,  ,,შედარება“ ( დანართი 5)
წუთშესვენება
მთელი კლასი და მასწავლებელი
კომპიუტერი; პროექტოით გაშუქებული ლექსი
1 წთ
8
 მოსწავლეთა რაოდენობიდან გამომდინარე  კლასს ვყოფ სამ ჯგუფად. ამისათვის მოსწავლეებს დაფასთან დავაწყობ ერთ მწკრივში შემთხვევითობის პრინციპით. შემდეგ გავათვლევინებ ,,პირველ-მეორე-მესამეზე „  და ვაცნობ  სამუშაოს ინსტრუქციას და შესრულებისათვის საჭირო დროს. ( სულ 3 დავალება )ვურიგებ თაბახის ფურცლებს დავალებების შესასრულებლად.  ჯგუფები ირჩევენ ლიდერებს .(დანართი 6) ბოლოს ლიდერები ახდენენ პრეზენტაციას.
ჯგუფური მუშაობა; თანამშრომლობითი სწავლება
ჯგუფური;
პროექტორით გაშუქებული დავალებები სამივე ჯგუფისათვის;მოსწავლეთა ნამუშევრები;
6 წთ
9
ამოცანის შესრულება სკოლის სახელმძღვანელოდან.
კითხვა-პასუხი
მთელი კლასი
 სკოლის სახელმძღვანელოდან ამოცანა
3 წთ
10
,,ბუკებში“ მუშაობა .  ჯგუფური სამუშაოს დაწყებამდე ვთხოვ მოსწავლეებს ,,ბუკების“ ჩართვას . უკვე ჩართულ ,,ბუკებში“ზეპირად ვაძლევ დავალებას. თან ვაკვირდები მათ მუშაობას და ვაძლევ სიტყვიერ კომენტარებს ან მითითებებს .
ვერბალური ახსნა;
ევრისტიკული მეთოდი
ინდივიდუალური
,,ბუკი“
4 წთ
11
 მოსწავლეებს ვაფასებ შეფასების რუბრიკების საშუალებით და ვაძლევ საშინაო დავალებას (შეავსონ სამუშაო  რვეულები თემასთან დაკავშირებით).მოკლედ ვაძლევ მითითებებსაც. (დანართი 1)
ვერბალური ახსნა
მასწავლებელი
შეფასების რუბრიკა; სამუშაო  რვეული
2 წთ.
12
სარეზერვო ამოცანა   (დანართი 7)
კითხვა-პასუხი
მთელი კლასი
თვალსაჩინო-ება
2წთ
                                                                                 
გაკვეთილის ბოლოს მისაღწევი შედეგები:
მათ. 1. 3. მოსწავლეს შეუძლია ერთმანეთთან დააკავშიროს თვლა, რიცხვებს შორის დამოკიდებულებები და შეკრება-გამოკლების მოქმედებები.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         სიტყვიერად აღწერს შეკრების, გამოკლების, ტოლობის და შედეგის ცნებებს სხვადასხვა კონტექსტში (მაგ., ,,დავუმატოთ“, ,,გამოვაკლოთ“, მიმატება_გაზრდა, გამოკლება_შემცირება, განცალკავება;
·         განსაზღღვრავს განსხვავებას ( მაგ., ,,რამდენით გაიზარდა/შემცირდა?“) და აღწერს რიცხვებს შორის დამოკიდებულებებს;





მათ. 1.4.. მოსწავლეს შეუძლია რაოდენობების შეფასება და შედარება.

შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·         დაუთვლელად ასახელებს ზუსტ რაოდენობას ერთგვაროვან მცირე ზომის საგანთა გროვაში. (საგანთა რაოდენობა არ აღემატება 5-ს.) და ამოწმებს პასუხს;
·         საგანთა დაწყვილებით ადარებს რაოდენობებს გროვებში, იყენებს შესაბამის ტერმინებსა და აღნიშვნებს (>,<, =) და განსაზღვრავს განსხვავებას (,,რამდენით მეტი/ნაკლები?“)