გაკვეთილის გეგმა
მასწავლებლის
სახელი, გვარი, პირადი ნომერი: იზო ძოწენიძე
პირადი
ნომერი: 60001119929
საგანი:
მათემატიკა
სწავლების
საფეხური/კლასი: დაწყებითი/I კლასი
მოსწავლეთა
რაოდენობა: 9
გაკვეთილის
თემა: შედარება
გაკვეთილის
მიზანი: მოსწავლე შეძლებს :
შეკრება-გამოკლების
თვალსაჩინოდ დემონსტრირებას და აღწერს რიცხვებს შორის დამოკიდებულებებს.
რიცხვების დაუთვლელად ზუსტი რაოდენობის დასახელებას და თავისი პასუხების შემოწმებას. ასევე სხვადასხვა ხერხით რაოდენობების შედარებას.
№
|
აქტივობის აღწერა
|
გამოყენებული მეთოდი/მეთოდები
|
კლასის ორგანიზების ფორმა/ფორმები
|
სასწავლო რესურსი
|
დრო
(წთ)
|
1
|
საორგანიზაციო საკითხები.
კლასს ვაცნობ გაკვეთილის მიზანსა და აქტივობებს, შეფასების საგანსა და
შეფასების რუბრიკებს. ამ უკანასკნელს ვაკრავ თვალსაჩინო ადგილას.(იხ.დანართი 1)
|
ვერბალური
მეთოდი; დემონსტრირების მეთოდი
|
მთელი
კლასი
|
პროექტორი,
კომპიუტერი. (გაშუქებული მასალა)
|
2
წთ
|
2
|
ვიწყებ თამაშს
„მე ვიცი ხუთი“.... ვიწყებ: გარდა ციფრებისა, მე ვიცი ხუთი ....მოსწავლეებმა უნდა დაასახელონ
ხუთი მათემატიკური ნიშანი, ასევე რა შემთხვევაში ვიყენებთ თითოეულ მათგანს. სიტყვების _,,ბევრი“
და ,,ცოტა“ გააზრება და გამოყენება. ვსვამ კითხვებს, რომლებშიც მაგალითებად ვიყენებ
საშინაო დავალების ნომრებს.
|
კითხვა-პასუხი.
დიდაქტიკური თამაში-„მე ვიცი ხუთი....“
|
მთელი
კლასი
|
ბარათები(მათემატიკური
ნიშნებით)
|
3
წთ
|
3
|
მოსწავლეებს სიურპრიზებს ვუმზადებ . ეს არის კლასის ნაძვის
ხის ძირში დაწყობილია იმდენი საჩუქარი, რამდენი
მოსწავლეცაა კლასში. ინსტრუქციის მიხედვით,
მათ მხოლოდ იმ შემთხვევაში ვრთავ სასაჩუქრე ყუთების გახსნის უფლებას , თუ ისინი ამ
ყუთზე დაწერილ დავალებებს სწორად შეასრულებენ.(დავალებები გაკვეთილის თემის
შესაბამისია). თუ რომელიმემ ვერ შეასრულა დავალება, ვაძლევ შანსს, მაგრამ დამატებით
სახლში ვაძლევ მსგავს დავალებას. (იხ.დანართი 2)
|
კოგნიტური
სქემა „ნაძვის ხე“
|
ინდივიდუალუ-რი
|
პროექტორით ნაჩვენები კოგნიტური სქემა_ საახალწლო ნაძვის ხე და საჩუქრები პატარა ყუთებში; კალმები
|
3
წთ
|
4
|
პროექტორით
ვუჩვენებ მოსწავლეებს რიცხვებს. ისინი ასახელებენ მათ წინა და მომდევნო რიცხვებს. ადარებენ ერთმანეთს
და აკეთებენ დაფაზე შესაბამის ჩანაწერებს. ამ აქტივობას ასრულებენ თამაშით, რომელშიც
მონაწილეობს კლასის 5 მოსწავლე. დანარჩენები კი აფასებენ მათ . (თამაშში მონაწილე
მოსწავლეები მაგიდიდან იღებენ გადაბრუნებულ
ბარათებს. აქედან სამი ციფრია , ხოლო ორი
უტოლობის და მოქმედების ნიშანი. ის მოსწავლეები , რომლებსაც ციფრები უჭირავთ, უნდა
დადგნენ ერთ რიგში ნებისმიერად, ხოლო დანარჩენი ორი კი ისე უნდა ჩადგნენ მათ შორის , რომ მიიღონ სწორი უტოლობა.) ბოლოს პროექტორით ვაჩვენებ მოსწავლეებს რიცხვით ღერძს
(დანართი 3)და ვსვამ კითხვებს. შესაბამის
ჩანაწერებს აკეთებენ დაფაზე. ბოლოს კი მთელი
კლასი აკეთებს დასკვნებს.
|
დემონსტრირების
მეთოდი; დიდაქტიკური თამაში ,,ცოცხალი რიცხვები“;
ახსნა-განმარტებითი
მეთოდი
|
მთელი
კლასი; ჯგუფური.
|
პროექტორი,
კომპიუტერი, ბარათები (ციფრები; მოქმედებათა ნიშნები ; ტოლობისა და უტოლობის ნიშნები);
რიცხვითი სხივი
|
4წთ
|
5
|
ორჯერ დავუკრავ
ტაშს და ვთხოვ მოსწავლეებს გაარკვიონ , რომელ ჯერზე მეტი რაოდენობის ტაში იყო. ზეპირად
შეადარებენ და დაასახელებენ ორგანოს, რომლითაც გამოიცნეს სწორი პასუხი. ამის შემდეგ ვთხოვ მოსწავლეებს თვალები დახუჭონ
და თავები მერხებზე დადონ. ამ დროს სწრაფად ვაკრავ მაგნიტურ დაფაზე რამდენიმე
წრიული ფორმის მაგნიტს (არაუმეტეს ხუთისა). ამის შემდეგ კი ვთხოვ მოსწავლეებს დაუთვლელად დაასახელონ მაგნიტების რაოდენობა. მეორეჯერაც
იგივე მოქმედებას გაამეორებინებს. ამჯერად
იგი გროვიდან მოაკლებს რამდენიმე მაგნიტს და ისევ ვთხოვ მოსწავლეებს დარჩენილი რაოდენობის დასახელებას. შემდეგ გააკეთებენ შედარებას და ამჯერადაც დაასახელებენ რომელი შეგრძნების ორგანო დაეხმარათ დავალების შესრულებაში.
|
ლაბორატორიული
და დემონსტრირების მეთოდი.
|
მთელი
კლასი
|
მაგნიტური
დაფა; მაგნიტები
|
3
წთ
|
6
|
მაგნიტურ დაფაზე ვაკრავ რამდენიმე მრგვალი ფორმის
მაგნიტს და რამდენიმე მრავალკუთხედს. შემდეგ
გამომყავს ორი მოსწავლე და ვთხოვ დაწყვილებით დაადგინონ რომელია მეტი. მოსწავლეთა მეორე წყვილი კი აკეთებს
შესაბამის ჩანაწერს. ბოლოს კი კლასი აჯამებს შესრულებულ სამუშაოს. (დანართი 4)
|
ევრისტიკული
მეთოდი. კერძოდ, დაწყვილების მეთოდით რაოდენობების
შედარება
|
წყვილები.
მთელი კლასი
|
მრგვალი ფორმის მაგნიტები, და მრავალკუთხედები, რომლებსაც პატარა მაგნიტები
აქვთ მიმაგრებული. მაგნიტური დაფა და ცარცი.
|
4
წთ
|
7
|
მე და მოსწავლეები
ერთად ვკითხულობთ ლექსს, რომელსაც წინასწარ
ვაჩვენებ პროექტორით. თან ვასრულებთ მოძრაობებს. ლექსში გამოყენებულია სიტყვები: ,,მაღლა“, ,,მარჯვენა’, ,,მარცხენა“, ,,წინ“
, ,,შედარება“ ( დანართი 5)
|
წუთშესვენება
|
მთელი
კლასი და მასწავლებელი
|
კომპიუტერი;
პროექტოით გაშუქებული ლექსი
|
1
წთ
|
8
|
მოსწავლეთა რაოდენობიდან გამომდინარე კლასს ვყოფ სამ ჯგუფად. ამისათვის მოსწავლეებს
დაფასთან დავაწყობ ერთ მწკრივში შემთხვევითობის პრინციპით. შემდეგ გავათვლევინებ
,,პირველ-მეორე-მესამეზე „
და ვაცნობ სამუშაოს ინსტრუქციას და
შესრულებისათვის საჭირო დროს. ( სულ 3 დავალება )ვურიგებ თაბახის ფურცლებს დავალებების
შესასრულებლად. ჯგუფები ირჩევენ ლიდერებს
.(დანართი 6) ბოლოს ლიდერები ახდენენ პრეზენტაციას.
|
ჯგუფური
მუშაობა; თანამშრომლობითი სწავლება
|
ჯგუფური;
|
პროექტორით
გაშუქებული დავალებები სამივე ჯგუფისათვის;მოსწავლეთა ნამუშევრები;
|
6
წთ
|
9
|
ამოცანის
შესრულება სკოლის სახელმძღვანელოდან.
|
კითხვა-პასუხი
|
მთელი
კლასი
|
სკოლის სახელმძღვანელოდან ამოცანა
|
3
წთ
|
10
|
,,ბუკებში“
მუშაობა . ჯგუფური სამუშაოს დაწყებამდე ვთხოვ
მოსწავლეებს ,,ბუკების“ ჩართვას . უკვე ჩართულ ,,ბუკებში“ზეპირად ვაძლევ დავალებას.
თან ვაკვირდები მათ მუშაობას და ვაძლევ სიტყვიერ კომენტარებს ან მითითებებს .
|
ვერბალური
ახსნა;
ევრისტიკული
მეთოდი
|
ინდივიდუალური
|
,,ბუკი“
|
4
წთ
|
11
|
მოსწავლეებს ვაფასებ შეფასების რუბრიკების საშუალებით
და ვაძლევ საშინაო დავალებას (შეავსონ სამუშაო
რვეულები თემასთან დაკავშირებით).მოკლედ ვაძლევ მითითებებსაც. (დანართი 1)
|
ვერბალური
ახსნა
|
მასწავლებელი
|
შეფასების
რუბრიკა; სამუშაო რვეული
|
2
წთ.
|
12
|
სარეზერვო
ამოცანა (დანართი 7)
|
კითხვა-პასუხი
|
მთელი
კლასი
|
თვალსაჩინო-ება
|
2წთ
|
გაკვეთილის
ბოლოს მისაღწევი შედეგები:
მათ. 1. 3. მოსწავლეს შეუძლია
ერთმანეთთან
დააკავშიროს თვლა, რიცხვებს შორის დამოკიდებულებები და შეკრება-გამოკლების მოქმედებები.
შედეგი თვალსაჩინოა,
თუ მოსწავლე:
·
სიტყვიერად აღწერს შეკრების, გამოკლების, ტოლობის და შედეგის ცნებებს სხვადასხვა
კონტექსტში (მაგ., ,,დავუმატოთ“, ,,გამოვაკლოთ“, მიმატება_გაზრდა, გამოკლება_შემცირება,
განცალკავება;
·
განსაზღღვრავს განსხვავებას ( მაგ., ,,რამდენით გაიზარდა/შემცირდა?“) და
აღწერს რიცხვებს შორის დამოკიდებულებებს;
მათ. 1.4..
მოსწავლეს შეუძლია რაოდენობების
შეფასება და შედარება.
შედეგი თვალსაჩინოა,
თუ მოსწავლე:
·
დაუთვლელად ასახელებს ზუსტ რაოდენობას ერთგვაროვან მცირე
ზომის საგანთა გროვაში. (საგანთა რაოდენობა არ აღემატება 5-ს.) და ამოწმებს პასუხს;
·
საგანთა დაწყვილებით ადარებს რაოდენობებს გროვებში,
იყენებს შესაბამის ტერმინებსა და აღნიშვნებს (>,<, =) და განსაზღვრავს განსხვავებას
(,,რამდენით მეტი/ნაკლები?“)
Комментариев нет:
Отправить комментарий